შოკოლადის ბრაუნი ხაჭოთი და ალუბლით. გემო, რომელიც სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს

ხაჭოს კრემითა და ალუბლის არომატით გაჯერებული შოკოლადის ბარაუნი უგემრიელესი ნამცხვარია. ვიზუალურად ისეთი ლამაზია, რომ ცდუნებას ვერავინ გაუძლებს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 200 გრ შოკოლადი
  • 120 გრ კარაქი
  • 150 გრ შაქარი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 150 გრ ფქვილი

ხაჭოს კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 300 გრ ხაჭო
  • 2 ცალი კვერცხი
  • ვანილი ან ვანილის შაქარი
  • 400 გრ გაყინული ალუბალი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. შოკოლადი დატეხეთ ფილებად და კარაქთან ერთად გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. შოკოლადის მასას დაამტეტთ შაქარი და სათითაოდ შეურიეთ 3 კვერცხი. ყოველი კვერცხის დამატების შემდეგ ურევთ. ბოლოს ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მარილი.
  2. ხაჭოს კრემის მოსამზადებლად 2 კვერცხი და 50 გრ შაქარი  კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ მწიკვი მარილი და ვანილი. ხაჭო დააბლენდერეთ, დაამატეთ კვერცხიან მასას და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
  3. საშუალო ზომის საცხობ ფორმაზე დააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი. დაიტანეთ მასზე შოკოლადის ცომის ნახევარი და თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ_ხაჭოიანი მასის ნახევარი და ზემოდან მოაყარეთ ალუბლის საჭირო რაოდენობის ნახევარი, შემდეგი ფენაა დარჩენილი შოკოლადის ცომი. შავ ცომზე თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოს კრემი და ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ ალუბალი.
  4. თუ თქვენ დიდი საცხობი ფორმა გაქვთ შოკოლადის ცომი და ხაჭოს კრემის მასები არ გაყოთ და შემდეგი თანმიმდევრობით გაანაწილეთ. საცხობ ფორმაზე ჯერ შოკოლადის ცომი გაანაწილეთ, შემდეგი ფენაა ხაჭოს კრემი და ზემოდან ლამაზად მოაწყვეთ ალუბლები.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე, გამოსაცხობად დასჭირდება 40-50 წუთი. მთავარია, ნამცხვარი არ გამოგიშრეთ.

საოცარი ბრაუნის გემოზე ფენების განლაგება არ აისახება. გემრიელად მიირთვით!