პომიდვრის სოუსი ასეთი გემრიელი ჯერ არ გამომსვლია. ზამთვრისათვის უკვე ათობით ქილა მოვიმარაგე

შემოგთავაზებთ პომიდვრის უგემრიელესი და საოცრად არომატული სოუსის რეცეპტს, რომელიც კიდევ უფრო გემრიელს გახდის პიცას, ხორცს და სხვადასხვა კერძებს.

პომიდვრის სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პომიდორი 4 კგ
  • ხახვი 500 გრ
  • ნიორი 2 თავი
  • მარილი 2 ს. კ.
  • შაქარი 300 გრ
  • ძმარი 9%-იანი 150 მლ
  • შავი პიმპილი 2 გრ
  • წითელი წიწაკა (ჩილი) 1 გრ
  • სახამებელი 2 ს. კ.
  • დარიჩინი 2 გრ
  • მიხაკი 6 ცალი

მომზადების წესები:

  1. დაჭერით პომიდორი ნაჭრებად და დააბლენდერეთ ან გაატარეთ.  მიღებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი.
  2. პომიდვრის მასის ერთი ნაწილი გადაიტანეთ მეორე ქვაბში.  დაამატეთ გატარებული ხახვი და 1 საათის განმავლობაში ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
  3. შეაზავეთ შაქრით, შავი პიმპილით, დარიჩინით, მიხაკით, წითელი წიწაკითა და მარილით.
  4. დაამატეთ ძმარი, მოურიეთ და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ შეაზავეთ დაჭყლეტილი ნივრით და კარგად მოურიეთ.
  5. ცალკე გამოყოფილ მასას დაამატეთ სახამებელი და მოურიეთ. შემდეგ ორივე მასა ერთმანეთში აურიეთ და ადუღეთ 20 წუთი.
  6. პომიდვრის სოუსი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში და თავი მჭიდროდ დაახურეთ.
  7. ქილები თავდაყირა გააჩერეთ, სანამ არ გაცივდება.

მოამზადეთ საოცრად გემრიელი, არომატული და ნატურალური ინგრედიენტებით გაჯერებული პამიდვრის სოუსი.