მუცლის შებერილობის 5 სახეობა, რომელიც ჭარბი წონით არაა გამოწვეული

ზაფხული მალე მოვა და ბევრს სურს ამ დროს იდეალურად გამოიყურებოდეს. თუმცა, ჩვენი მუცელი საკმაოდ ძნელად შეიძლება პატარავდებოდეს თქვენი სურვილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ ჯობია გაიგოთ, თუ რა ტიპის მუცლის ფორმები გაწუხებთ და რა არის ამ არასასურველი ზრდის მიზეზი. პროფესიონალი მწვრთნელი ჯეიმს დუიგანის რჩევები სწორედ ამის გარკვევაში დაგეხმარებათ:

“სიყვარულის სახელურები”

გამორჩეული ასპექტი:

რბილი ნაკვთები გვერდებზე

გამომწვევი მიზეზებია:
არააქტიური ცხოვრების წესი
ტკბილეულის სიყვარული
დიდი ოდენობით ალკოჰოლის მიღება
ბევრი შაქრიანი და ნახშირწყლებიანი საჭმელის (ნამცხვრების, თეთრი პურის) და სახამებლიანი საჭმელების (პასტა და ბრინჯი) ჭამა

როგორ უნდა მოვიშოროთ:

დალიეთ ნაკლები ალკოჰოლი
ამოიღეთ მენიუდან დაბალცხიმიანი საჭმელები და ჩაანაცვლეთ ისინი კვერცხით, ხორცით და ბოსტნეული. ასევე მიიღეთ სასარგებლო ცხიმები ავოკადოს, თხილეულის და ცხიმიანი თევზის ჭამის სახით.
გამოყავით დრო ვარჯიშისთვის. ამ შემთხვევაში გასეირნებაც კი დიდ დახმარებას გაგიწევთ.

სტრესის მუცელი

გამორჩეული ასპექტი:

ასეთ მუცელს ცხიმის დაგროვება ჭიპის ირგვლივ ახასიათებს და იგი დაჭიმულია.

გამომწვევი მიზეზებია:

ქრონიკული სტრესი
ვახშმის ხშირად გამოტოვება
ბევრი ყავის დალევა
არაჯანსაღი საჭმელის ჭამა

როგორ უნდა მოვიშოროთ:

დაიძინეთ ადრე. ეს სტრესის და შიმშილის ჰორმონებს დაარეგულირებს.
ძილის წინ გააკეთეთ სუნთქვის ვარჯიშები.
ღამით არ დალიოთ ყავა. დღეში 2 ჭიქა ყავაზე მეტიც საზიანოა
არ გადატვირთოთ სხეული ვარჯიშით. დაკავდით იოგით ან ხანგრძლივი სეირნობით.
დაუმატეთ მენიუს მაგნეზიუმი. ამ დამამშვიდებელ მინერალს მწვანე ბოსტნეული და თხილეული შეიცავს.

ჩამოწეული მუცელი

გამორჩეული ასპექტი:

თქვენ გამხდარი ხართ, თუმცა მუცლის ქვედა ნაწილი გასქელებულია

გამომწვევი მიზეზებია:

მშობიარობა.
მუცლის ვარჯიშებით გადატვირთვა
გამუდმებული დიეტა
ზურგის სიმრუდე

როგორ უნდა მოვიშოროთ:

იკვებეთ ჯანსაღი საკვებით და დაუმატეთ დიეტას ბევრი მწვანე ბოსტნეული და ფაიბერის სხვა წყაროები.
უარი თქვით ჩაჯდომების კეთებაზე და ჩაანაცვლეთ იგი პლანკით.
თანაბრად დატვირთეთ მთელი ტანი ვარჯიშის დროს.
დალიეთ მეტი წყალი.

დედის მუცელი

გამორჩეული ასპექტი:

მშობიარობის შემდეგ მუცელი კვლავ ორსული ქალის მუცელს გავს

გამომწვევი მიზეზებია:

მშობიარობის შემდეგ 6 თვე სჭირდება ორგანიზმს ნორმალური ზომის დასაბრუნებლად.
ვარჯიშის ნაადრევად დაწყება. სჯობს -23 თვე დაისვენოთ მშობიარობის შემდეგ.
მენჯის კუნთების სისუსტ.

როგორ უნდა მოვიშოროთ:

დაუმატეთ დიეტას თევზის ზეთი.
იკვებეთ ჯანსაღი ცხიმებით ყოველდღე. თხილეული, ბოსტნეულის ზეთი და ზეთის ხილი კარგი არჩევანია ასეთ დროს.
გააკეთეთ დღეში ხუთჯერ თეძოების კუნთების ვარჯიშები.
არ გააკეთოთ აზიდვები და ჩაჯდომები, მიეცით სხეულს გამოკეთების საშუალება.
გაიწელეთ ძილის წინ და ასევე წაუძინეთ დღისითაც. ძილის ჰორმონი ცხიმების წვას გააუმჯობესებს.

გაბერილი მუცელი

გამორჩეული ასპექტი:

თქვენი მუცელი ბრტყელია დილას მაგრამ დღის განმავლობაში იბერება, ზედმეტი წონის ქონის გარეშე.

გამომწვევი მიზეზებია:

ალერგია საჭმელზე.
მონელების პრობლემები.
ნაწლავების ფლორის ბალანსის დარღვევა.

როგორ უნდა მოვიშოროთ:

ამოიღეთ მენიუდან ისეთი საჭმელები, რომლებსაც ძნელად ამუშავებს თქვენი მუცელი. ასეთი საჭმელების სიაში შეიძლება იყოს პური, პასტა, ალკოჰოლი, ნამცხვარი, ყველი, რძე და კარაქი.
მიირთვით უფრო მეტი ბოსტნეული, ხორცი, ქათამი და თევზი. შეეცადეთ 2 კვირა თავიდან აიცილოთ პურის და ცომეულის ჭამა.
ნუ გამოტოვებთ საუზმეს და აქციეთ იგი დღის ყველაზე დიდ კერძად.
მუცლის ფლორის ბალანსის აღსადგენად პრობიოტიკები საუკეთესო საშუალებაა. მათი მიღება შეგიძლიათ მაწონის, კომბოსტოს, ხახხვის და ნიორის ჭამისას.

გაღვიძებისას ლოგინში წოლისას გააკეთეთ ეს სუნთქვის ვარჯიში:
დაწექით ზურგზე, მოდუნდით, შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ღრმად ათჯერ. ასევე გაისეირნეთ საუზმის შემდეგ.