ძალიან გემრიელი ვახშამი მთელი ოჯახისათვის სწრაფად და მარტივად

შემოგთავაზებთ უგემრიელესი, წვნიანი, არომატული კერძის რეცეპტს. მოამზადეთ და დრწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის თქვენი ოჯახის საყვარელი კერძი გახდება.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 400 გრ ფქვილი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 180 მლ წყალი
  • 1 ჩ. კ. მარილი
  • 600 გრ გატარებული ხორცი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი)
  • 1-2 თავი ხახვი
  • 3 ცალი კარტოფილი (საშუალო)
  • მარილი, შავი პილპილი, ცხარე წიწაკა, ძირა

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში ზელთ ცომს. ფქვილი და მარილი აურიეთ, დაამატეთ კვერცხი, წყალი და მოზილეთ ცომი. ცომი გადმოიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და ზელთ კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მასა ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და ცოტა ხნით დაასვენეთ.
  2. ფარში შეაზავეთ მარილით. ხახვი დაჭერით წვრილად და დაამატეთ ფარშს. შემდეგ დაამატეთ წვრილად, კუბიკებად დაჭრილი უმი კარტოფილი და აურიეთ. თქვენი გემოვნების მიხედვით  შეაზავეთ შავი პილპილით, ცხარე წიწაკითა და ძირით.
  3. ცომი გაყავით ორ ნაწილად. გუნდები გააბრტყელეთ თხელ ფენებად. ფარში გაყავით 2 ნაწილად და ფენებზე თანაბრად გაანაწილეთ. შემდეგ რულეტივით გადაახვიეთ და კიდეები მჭიდროდ შეუკარით. მიღებული რულეტები ბასრი დანით დაჭერით 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად.
  4. დაგჭირდებათ საშუალო ზომის ტაფა. ტაფაში ჩაასხით ზეთი. 2-3 თავი ხახვი დაჭერით წვრილად და ოქროსფრად დაბრაწეთ. დაამატეთ 2 ცალი გახეხილი სტაფილო და კიდევ 5 წუთი მოთუშეთ. შეაზავეთ მარილით, შეგიძლიათ დაამატოთ სოიოს სოუსიც 2 ს. კ. შემდეგ რულეტები ტაფაში ჩააწყვეთ და შუამდე წყლით დაფარეთ, დაახურეთ ტაფას თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე. მოსამზადებლად დასჭირდება 30-40 წუთი.

კერძი სუფრასთან ცხელ-ცხელი უნდა მიიტანოთ. შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ერთად. გემრიელად მიირთვით!