სამკომპონენტიანი დაბალკალორიული კექსი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ დიეტის დროსაც

შემოგთავაზებთ ნაკლებად კალორიული, ნაზი და ჰაეროვანი მაფინების რეცეპტს. ამ საოცარი დესერტის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი და შაქარი.

არომატული, უგემრიელესი მაფინების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟოლო, წითელი ან შავი მოცხარი, მარწყვი, მოცვი, ალუბალი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწიფე ბანანი 2 ცალი
  • კვერცხი 4 ცალი
  • კენკრა თქვენი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ბანანი გაფცქვენით და ჩანგლით დაჭყლიტეთ.
  2. კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ, დაამატეთ მწიკვი ლიმონმჟავა,  ვანილი და შეურიეთ ბანანს.
  3. მაფინების საცხობ ფორმას წაუსვით ცოტა ცხიმი, ჩადეთ 2-2 ცალი ჟოლო, ჩაასხით მომზადებული მასა და თითოეულს ზემოდან მოაფრქვიეთ ცოტა დარიჩინი.
  4. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 12-15 წუთი.

მოცემული რეცეპტის მიხედვით მომზადებული მაფინები გემრიელიც არის და სასარგებლოც. ცადეთ, მოამზადეთ და ისიამოვნეთ!