ტვინისა და ღვიძლის მუშაობის გააქტიურებასა და მოწესრიგებაში ხელმისაწვდომი საშინაო ნარევი დაგეხმარებათ

კურკუმა ერთ-ერთი პოპულარული სანელებელია, რომელიც აქტიურად გამოიყენება კულინარიაში. სამკურნალო თვისებებით გაჯერებული კურკუმა უძველესი დროიდან გამოიყენება ჩინურ, აიურვედულ, ინდურ მედიცინაში. კურკუმა საუკეთესო პროდუქტია ტვინისა და ღვიძლის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.

მას მრავალი სარგებლი მოაქვს ჯანმრთელობისთვის. მის შემადგენლობაში შემავალ ბიოაქტიურ ნაერთს, არომატულ ტურმერონს, შეუძლია ტვინში ნერვული ღეროვანი უჯრედების  80%-მდე ზრდა, რაც ხელს უწყობს ტვინის ფუნქციის აღდგენას. ასევე ხელს უწყობს ნეიროდეგენერაციული დაავადებების შეჩერებას.

კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ კურკუმა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას. ზრდის მისი დეტოქსიკაციის უნარს.

მართალია, მოცემული საშუალება უძლიერესი სამკურნალო ნარევია, მაგრამ მისი ეფექტურობის გასაძლიერებლად აუცილებელია იცხოვროთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და მიიღოთ ჯანსაღი, დაბალანსებული საკვები.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კურკუმა 1 ჩ. კ.
  • ცხარე წიწაკა (წითელი ან შავი) მწიკვი
  • მწვანე ჩაი 1 ჩ. კ.
  • ლიმონი გემოვნების მიხედვით
  • წყალი 300 მლ
  • თაფლი გემოვნების მიხედვით

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. მწვანე ჩაი, კურკუმა და ცხარე წიწაკა მოათავსეთ დიდ ფინჯანში, დაასხით ადუღებული წყალი, მოურიეთ, დაახურეთ ხუფი და 10-15 წუთი გააჩერეთ.
  2. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ სასურველი რაოდენობის თაფლი და ლიმონის წვენი.
  3. შემოთავაზებული სასმელი მიიღეთ დღეში ერთხელ, სასურველია უზმოზე.

კურკუმას ჩაი გამოიყენება დიაბეტისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. ანტიოქსიდანტებით გაჯერებული სასმელი ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება. გისურვებთ ჯანმრთელობას!