7 მარტივი და საოცრად გემრიელი კრემის რეცეპტი ნებისმიერი ტორტისათვის

შემოგთავაზებთ უგემრელესი კრემების რეცეპტებს. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი და მოამზადეთ ტორტები, ეკლერები, ხვეულები, რულეტები და სხვა ნებისმიერი დესერტი.

1. კლასიკური მოხრშული კრემი

მოცემული კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 500 მლ
  • შაქარი 200 გრ
  • ვანილი
  • ფქვილი 50 გრ
  • 4 ცალი კვერცხის გული
  • კარაქი 200 გრ

მომზადების წესი:

  1. კვერცხის გულები და შაქარი კარგად ათქვიფეთ, ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
  2. ადუღებული რძე დაამატეთ კვერცხიან მასას, აურიეთ, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ გასქელებამდე.
  3. მზა მასა გააგრილეთ და ნაწილ-ნაწილ დაამატეთ კარგად ათქვეფილ კარაქს.
  4. მიიღებთ ნაზ, ჰაეროვან კრემს, რომელიც შეგიძლიათ ტორტებისა და სხვა დესერტების მოსამზადებლად გამოიყენოთ.

2. კარაქის უნივერსალური კრემი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარაქი 200 გრ
  • კვერცხი 4 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • შაქრის ფხვნილი 100 გრ
  • მწიკვი ვანილი

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. მასა თანდათან გასქელდება. ადუღებისთანავე გადმოდგით ცეცხლიდან.
  2. კარაქი შაქრის ფხვნილთან ერთად კარგად ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ კვერცხიანი გაგრილებული მასა და ვანილი.
  3. მიიღებთ უგემრიელეს და უნაზეს კრემს.

3. შესქელებული რძისა და კვერცხის კრემი

მოცემული კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • დარბილებული კარაქი 200 გრ
  • შესქელებული რძე 100 გრ
  • 2 ცალი კვერცხის გული
  • ვანილი მწიკვი
  • კონიაკი 30 გრ

მომზადების წესი:

შესქელებული რძე ათქვიფეთ კარაქთან ერთად და სათითაოდ შათქვიფეთ კვერცხის გულები (თქვეფა არ შეწყვიტოთ). შეაზავეთ ვანილითა და კონიაკით.

4. შესქელებული რძისა და კარაქის კრემი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • კარაქი 200 გრ
  • მწიკვი ვანილი

მომზადების წესი:

ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ კარგად და ნელ-ნელა დაამატეთ შესქელებული რძე. თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აუცილებლად დაამატეთ ვანილი.

5. ,,მასკარპონე“

შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით, კრემ-ყველი მასკარპონე უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ხაჭო (18%-იანი ცხიმიანობის) 200 გრ
  • ნაღები (33%-იანი ცხიმიანობის) 200 გრ

მომზადების წესი:

ხაჭო გაატრეთ საცერში, დაასხით ცივი ნაღები და ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქერაზე. თქვეფთ  ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

6. მოხარშული კრემი

მოცემული კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • კვერცხი 2 ცალი
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ვანილი
  • რძე 1,5 ჩ. ჭ.
  • გამდნარი კარაქი 2 ჩ. კ.
  • ფქვილი 2 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. სქელძირიან ქვაბში აურიეთ ფქვილი და კვერცხი. სხვა ქვაბში აადუღეთ რძისა და შაქრის ნარევი. შიგადაშიგ აუცილებლად მოურიეთ ხოლმე.
  2. ადუღებული ნარევი ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილიან მასას,  კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეხლზე. კრემს ურევთ განუწყვეტლივ, მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
  3. კრემი გადმოდგით ცეცხლიდან, დაამატეთ ვანილი, კარაქი და აურიეთ. გაგრილების შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით.
  4. ფაფუკი და ნაზი კრემით შეგიძლიათ მოამზადოთ ეკლერები, ხვეულები და სხვა დესერტები.

7. კარაქის კრემი

კრემი უმარტივესი მოსამზადებელია. რამდენიმე წუთში უგემრიელესი კრემი მზად გექნებათ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 250 გრ (ოთახის ტემპერატურის) კარაქი
  • 200 გრ შაქრის ფხვნილი
  • 100 მლ რძე (შეგიძლიათ დაამატოთ 150-200 მლ კრემი უფრო ნაზი და ნაკლებად ცხიმიანი გამოვა)
  • მწიკვი ვანილი

მომზადების წესი:

რძე აადუღეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი. შემდეგ  რძე დაასხით ნელ-ნელა და თქვეფთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვეფთ, დაახლოებით 3-5 წუთი (შეიძლება 5 წუთზე მეტი დროც დასჭირდეს), მიქსერის დაბალ სიჩქარეზე.

ვანილის ნაზი არომატით გაჯერებული ფაფუკი კრემი ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.