შოკოლადის პრიანიკები რძის ბაზაზე. ისეთი გემრიელი გამოდის, აწი ყოველთვის თავად მოვამზადებ

შემოგთავაზებთ შოკოლადის რბილი, ნაზი და ტკბილი ორცხობილების, თაფლაკვერების, იგივე ,,პრინიკების“, რეცეპტს.

ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 5 ს. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 1 ცალი კვერცხის გული
  • 200 გრ შაქარი
  • 250 მლ რძე
  • 30 მლ ზეთი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • ½ ჩ. კ. სოდა

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 100 გრ შაქრის ფხვნილი
  • 1 ს. კ. ლიმონის წვენი
  • 1 ცალი კვერცხის ცილა

მომზადების წესი:

  1. შაქარი ჩაყარეთ თასში, დაამატეთ რძე, ზეთი, კვერცხის გული და ათქვიფეთ.
  2. კაკაო და ფქვილი აურიეთ, დაამატეთ გამაფხვიერებელი, სოდა და მიღებული ნარევი ნელ-ნელა შეაზილეთ კვერცხიან მასას. მიიღებთ ოდნავ წებოვან ცომს.
  3. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და ზელთ კიდევ 3-4 წუთი. მზა ცომიდან გამოხელეთ 3 გუნდა. თითოეული გაყავით თანაბარ ნაწილებად ისე, რომ მიიღოთ კაკლის ზომის ბურთები.
  4. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ცომები და მსუბუქად გააბრტყელეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტეპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი. ორცხობილები გააგრილეთ.
  6. ამზადებთ მინანქარს. კვერცხის  ცილას დაამატეთ შაქრის ფხვნილი, ლიმონის წვენი და ათქვიფეთ მიქსერით. მომზადებული მასა გადაუსვით ორცხობილებს და გააშრეთ.

შოკოლადის ხელნაკეთი ,,პრიანიკები“ ძალიან გემრიელია. საოცრად ლამაზი და გემრიელი ორცხობილები შეგიძლიათ ჩაისთან ერთად გემრიელად მიირთვათ და ისიამოვნოთ.