ხელები სხეულის ერთ-ერთი პირველი ნაწილია, რომელსაც დაბერების პროცესის ნიშნები ეტყობა. ხელებს ასევე კიდევ ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის შესახებ შეუძლიათ თქვენთვის ნიშნების მოცემა. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენს ხელებზე დაკვირვებისას:
წითელი ხელისგულები
ეს ნიშანი ღვიძლის პრობლემების სიმპტომი შეიძლება იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ 50 წელს გადაცილებული ხართ. ეს ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური ბალანსის დარღვევითაც, თუ სიწითლეს ხელის გულის კიდეებზე შეამჩნევთ. ასეთ დროს აუცილებელია გადახვიდეთ ჯანსაღ დიეტაზე და შეამციროთ ალკოჰოლის მიღება.
ხელისგულების ოფლიანობა
ამ პრობლემას ჭარბი ოფლიანობა, სტრესი და ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად მსგავსი სიმპტომის გაჩენის დროს აუცილებელია შეამციროთ ალკოჰოლის მიღება და აკონტროლოთ თქვენი სტრესის დონე მედიტაციის მსგავსი მეთოდებით.
სენსიტიურობის დაკარგვა და ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნებები
ზოგჯერ ძილის დროს ნერვებზე დაწოლის შედეგად შეიძლება გაღვიძებისას სენსიტიურობის დაკარგვის პრობლემამ შეგაწუხოთ, თუმცა ეს მალე გაგივლით ნერვების მოდუნებასთან ერთად. თუმცა, ხელის არეში სენსიტიურობის შემცირება და ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნების გაჩენა ასევე ისეთი სერიოზული დაავადებების ნიშანი შეიძლება იყოს, როგორებიცაა საშვილოსნოს ყელის ოსტეოქონდროზი, კარპალური არხის სინდრომი, კიდურის ვენური თრომბოზი, ანემია და დიაბეტი. შესაბამისად ამ ნიშნების შემჩნევისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
მშრალი ხელები
ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი დეჰიდრატაცია და ესტროგენის ნაკლებობაა ორგანიზმში, რაც თან ახლავს მენოპაუზას. ასეთ დროს უნდა დალიოთ მეტი წყალი და გამოიყენოთ კანის დამატენიანებელი კრემები. ასევე მენიუს უნდა დაუმატოთ თევზი, მარცვლეული და თხილეული. ასევე გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია ესტროგენის დონის გასაკონტროლებლად.
ხელების კანკალი
ცნობილია, რომ მსგავსი პრობლემა ხშირად პარკინსონის დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს. ასეთ დროს აუცილებელია ესტუმროთ ექიმს, მანამდე კი შეამციროთ ყავის და ალკოჰოლის მიღება.
სუსტი ფრჩხილები
სუსტი ან დაბზარული ფრჩხილები თუთიის ნაკლებობის ნიშანი შეიძლება იყოს. ეს ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან იგი ხელს უწყობს განკურნების, უჯრედების გაყოფის და იმუნური სისტემის გაძლიერების პროცესებს. ასეთ დროს მენიუს უნდა დაუმატოთ ისეთი თუთიით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა შვრია, თხილეუი და ხორცი.
გასიებული თითები
თუ თქვენი თითები ზედმეტად გასიებულია, მაშინ როგორც წესი ეს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობაზე მიგანიშნებთ. ეს შეიძლება უფრო სერიოზული ისეთი დაავადებების ნიშანი იყოს, როგორიცაა ფილტვების კიბო და გულის დაავადებები. შესაბამისად თითების გასიების შემჩნევის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.