6 სიმპტომი, რომელიც მიგანიშნებთ რომ თქვენი ღვიძლი ტოქსინებითაა სავსე

თქვენი ღვიძლი ერთ-ერთ ყველაზე ბეჯითად მომუშავე ორგანოს წარმოადგენს. იგი იდეალურად წმინდავს ორგანიზმს ტოქსინებისგან და კიდევ 500 სხვა ფუნქციასაც ასრულებს. სწორედ ამიტომ უნდა იზრუნოთ მასზე ასეთი სიმპტომების შემჩნევისას:

6. ტკივილი ღვიძლის არეში

მუცლის ზედა მარჯვენა მხარეში გაჩენილი ტკივილი ღვიძლის პრობლემებზე შეიძლება მიგანიშნებდეთ. ღვიძლის მთავარი დანიშნულება ტოქსინებისგან თქვენი გათავისუფლებაა. დაავადებული ორგანო ამ ფუნქციას ვეღარ ასრულებს და ამის თქვენთვის შესატყობინებლად მტკივნეულად სივდება.

5. ფეხების და კოჭების დასიება

ღვიძლი საკუთარი თავის მკურნალობას მისი ზედაპირის ნაიარევი ქსოვილით დაფარვით ცდილობს. რაც უფრო მეტი ასეთი ქსოვილი გროვდება, მით უფრო რთულდება ღვიძლისთვის მუშაობა, რაც საბოლოო ჯამში ჰიპერტენზიას იწვევს. ამას ფეხებში წყლის დაგროვების გამოწვევა შეუძლია, თუცმა ეს უმტკივნეულო პროცესს წარმოადგენს. გრავიტაციის ეფექტი შეშუპებას ფეხის ქვედა ნაწილში ხდის ყველაზე შესამჩნევს.

4. წონის მომატება

როდესაც ღვიძლი ვერ ახერხებს ყველა ისეთ ტოქსინთან გამკლავებას, როგორიცაა მაგალითად ალკოჰოლი, დამატკბილებლები, მედიკამენტები და ა.შ იგი იწყებს გაუფილტრავი ტოქსინების ცხიმის უჯრედებში შენახვას. ეს არეულობა წონის დაკლების საშუალებას არ მოგცემთ გადატვირთული ღვიძლის მკურნალობის გარეშე.

3. ალერგიები

ხშირად ალერგიების მიზეზი გადატვირთული ღვიძლია. როდესაც ზედმეტად ბევრი ნივთიერებები ერევა სისხლს, ტვინი მათ ალერგენებად აღიქვავს და ორგანიზმი წარმოქმნის ანტისხეულებს და ქიმიკატებს, რომელიც ქავილს და გამონაყარს იწვევს. ჯანსაღი ღვიძლი სისხლს სრულიად წმინდავს მსგავსი ნივთიერებებისგან და ანეიტრალებს პოტენციური ალერგენების უარყოფით ეფექტებს.

2. ყვითელი კანი და თვალები

ეს სიმპტომი მაშინ ჩნდება, როდესაც დაავადებული ღვიძლი სისტემაში ზედმეტად ბევრ ყვითელ პიგმენტს აგროვებს, რომელიც მკვდარი წითელი სისხლის უჯრედების გადამუშავებით ფორმირდება.

1. ქრონიკული დაღლილობა

ქრონიკული დაღლილობის დიაგნოზის დასმამდე თქვენ მის სიმპტომებს მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა განიცდიდეთ. ამის მიზეზი ღვიძლის ინტოქსიკაციაა. ეს ორგანო სხეულს ენერგიით ამარაგებს. იგი გარდაქმნის გლუკოზას გლიკოგენში და ინახავს მას მომავალში გამოსაყენებლად. ჯანსაღი ღვიძლი გლუკოზას გამოყოფს ორგანიზმში ჭამის პერიოდების შუაში, თქვენი ენერგიის შესავსებად. დაავადებულ ღვიძლს გლუკოზას გამოყოფა უჭირს და თითქმის არ აქვს ადგილი მის შესანახად.