შემოგთავაზებთ დაუჯერებლად არომატული, საოცრად გემრიელი, ფორთოხლის არომატით გაჯერებული ხრაშუნა ქადების რეცეპტს.
ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კეფირი 120 მლ
- კარაქი 100 გრ
- შაქარი 20 გრ
- კვერცხი 1 ცალი
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- ფქვილი 300 გრ
- ვანილი
გულსართის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ფორთოხალი 1 ცალი
- შაქარი 60 გრ
- სახამებელი 20 გრ
- მანანის ბურღული 1 ფინჯანი
მომზადების წესი:
- კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ კეფირი და ვანილი.
- ცალკე თასში მოათავსეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, ჩაახეხეთ ცივი კარაქი და აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კეფირიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი. თასს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 10 წუთით შედეთ მაცივარში.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- ფორთოხალს გადაავლეთ მდუღარე, დაჭერით ნაჭრებად და დააბლენდერეთ. შემდეგ დაამატეთ სახამებელი, მანანი, შაქარი და აურიეთ.
- მზა ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გააბრტყელეთ თხელ ფენად. დაიტანეთ მასზე გულსართი, თანაბრად გაანაწილეთ და ცომი რულეტივით გადაახვიეთ. შედმდეგ დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20 წუთი.
მოამზადეთ ფორთოხლის არომატით გაჯერებული ოქროსფრად დაბრაწული ხრაშუნა ქადები და გემრიელად მიირთვით!