
ტვინი ადამიანის ორგანიზმის სასიცოხლო მნიშვნელობის ორგანოა. ტვინისთვის აუცილებელია ჟანგბადი. სტატიაში შემოგთავაზებთ იმ პროდუქტების ჩამონთვალს, რომელთა გამოყენებითაც შეძლებთ ტვინის ჟანგბადით გაჯერებას, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ იყოთ აქტიურები, გქონდეთ კონცენტრირების უნარი, აირიდოთ დეგენერაციული დაავადებები, გონებრივი გადაღლა, დეპრესია.
დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მოცემული პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
1. ჯანჯაფილი
ჯანჯაფილი უძლიერესი სამკურნალო მცენარეა. ის აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, იდეალურია ტვინის ჟანგბადით გასაჯერებლად. დაამატეთ ფინჯან ადუღებულ წყალს ¼ ჩ. კ. გახეხილი ჯანჯაფილი და აურიეთ. გაგრილებულ ნაყენს დაამატეთ ლიმონის წვენი და მიიღეთ.
2. კურკუმა
კურკუმა საუკეთესო საშუალებაა, ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად და ამცირებს ალცჰაიმერის განვითარების რისკს. უბრალოდ დაამატეთ ჩაის კოვზი კურკუმა სასმელებს ან კერძებს. აღსანიშნავია, რომ კურკუმა კიბოს საწინააღმდეგო საშუალებაა.
3. ჟენშენი
ზრდის ცერებრალურ მიმოქცევას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობას, ყურადღების კონცენტრაციას, მეხსიერებას, ზრდის გონებრივ აქტიურობას, რეგულარული გამოყენების შედეგად ებრძვის ფიზიკურ და გონებრივ დაღლილობას.
4. ლავანდა
განსაკუთრებით ეფექტურია ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. მოგიხსნით შფოთვასა და დეპრესიას, ამშვიდებს ნერვებს. ზრდის ცერებრალურ მიმოქცევას.
5. ბეგქონდარა
შეიცავს ვიტამინებსა და ფლავონიდებს, ხელს უწყობს სისხლის სწორ მიმოქცევას თავის ტვინის სისხლძარღვებში.
6. გინკო ბილობა
აძლიერებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, აგარიდებთ ცუდ ცირკულაციასთან დაკავშირებულ სიმპტომებს. რეგულარული გამოყენების შედეგად ააგაარიდებთ ხანდაზმულ დემენციას, შაკიკს, მეხსიერების დაქვეითებას, თავბრუსხვევას, სმენის დაქვეითებას, ყურებში შუილს.
7. მწვანე ჩაი
მოცემული პროდუქტი მდიდარია ფლავონიდებითა და ანტიოქსიდანტებით, აფერხებს მეხსიერების დაქვეითებას.
8. ორეგანო (თავშავა)
ხელს უწყობს ლიმფის ცირკულაციას, აუმჯობესებს სისიხლის მიმოქცევას და მეხსიერებას.
9. ჟასმინი
ჟასმინი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამურნალოდ, აუმჯობესებს განწყობას.
10. ლიმონი
ეს კიდევ ერთი პროდუქტია, რომელიც ტვინს აჯერებს ჟანგბადით, საუკეთესოა ემოციური დაძაბულობის, შფოთვისა და თავის ტკივილის მოსახსნელად. შეგიძლიათ ლიმონი გამოიყენოთ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნის დროს.
11. როზმარინი
როზმარინი საუკეთესოა ნერვული სისტემისთვის, აგრეთვე ყველაზე ეფექტურია ტვინის ჟანგბადით გასაჯერებლად. მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული ადამიანთათვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და პრკისონის დაავადებები, ეპილეფსია აღენიშნება.
12. ავოკადო
ავოკადო შეიცავს მონოუჯერ ცხიმებს, რომლებიც აუმჯობესებს სისიხლის მიმოქცევას. ავოკადო განსაკუთრებით სასარგებლოა ტვინისთვის.
13. კვერცხი
კვერცხი მდიდარია ცილებით, აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს ნეირონებს, აგრეთვე შეიცავს ლუთეინს, ანტიოქსიდანტს, რომელიც აფერხებს ნაადრევ დაბერებას.
14. მოცვი
მოცვის რეგულარულად მოხმარება ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირების შენარჩუნებას, ამცირებს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ხანდაზმული დემენცია და ალცჰაიმერის დაავადება.
15. კომბოსტო
კომბოსტო მდიდარია პოლიფენოლით, რომელიც ხელს უშლის დეგენერაციული დაავადებების განვითარებას.
16. პამიდორი
პამიდორი შეიცავს ლიკოპენს, ანტიოქსიდანტს, რომელიც პასუხისმგებელია ტვინის ჯანმრთელობაზე, ასევე ხელს უშლის დეგენერაციული დაავადებების განვითარებას.
17. ისპანახი
ისპანახი საუკეთესოა ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.
18. ბადრიჯანი
აუმჯობესებს კომუნიკაციას ნეირონებსა და გადამცემ მოლეკულებს შორის. შედეგად კი უმჯობესდება ტვინის ფუნქციონირება.
19. მარწყვი
მარწყვი გნსაკუთრებით ეფექტურია დემენციის პროფილაქტიკისთვის.
20. თხილეული
თხილეული დიდი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3 და E ვიტამინს, რომლებიც აუცილებელია ტვინისთვის, აგრეთვე არეგულირებს სერატონინს, ნივთიერებას, რომელიც პასუხისმგებელია გრძნობებისა და ემოციების შეცვლაზე.
21. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტების მიღება
მოცემული ვიტამინი აუმჯობესებს მეხსიერებას, მკაფიოდ აზროვნების უნარს და არტერიებს უნარჩუნებს ელასტიურობას.
22. შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები
ისინი აუცილებელია ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად. კვლევებმა აჩვენა, რომ ცხიმოვანი მჟავების შემცველი საკვების მიღება ამცირებს იმ დაავადებათა რისკს, რომლებიც იწვევს დემენციას.
23. ბალახების ჩაი
მოცემული საშუალება შედგება სამი უძლიერესი სამკურნალო ბალახისგან, რომლებიც უზრუნველყოფს ტვინის ჯანმრთელობისთვის იდეალურ ბუნებრივ ელემენტებს.
სამკურნალო ჩაის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ჩ. კ. ვალერიანის ძირები
- 1 ჩ. კ. ცოცხანა
- 1 ჩ. კ. ფითრი, კერძოდ თეთრი (ბალახის მოკრეფა და გახმობა მარტში ხდება. მას ბნელ ადგილას აშრობენ და ინახავენ თიხის ჭურჭელში)
- 2 ლ წყალი
მომზადების წესი:
მოცემულ ინგრედიენტებს დაასხით ადუღებული წყალი, დააყოვნეთ 20 წუთი და გადაწურეთ. რეკომენდებულია დღეში 2-3 ფინჯანის მიღება.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, დაამატეთ თქვენი კვების რაციონს მოცემული პროდუქტები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!