თუ ნაადრევი სიბერისა და ღრმა ნაოჭების გაჩენის პროფილაქტიკა გსურთ, რეგულარულად გაიკეთეთ ხელმისაწვდომი ნიღაბი

ყველა ქალბატონის ოცნებაა, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე. მაგრამ დრო თავისას შვრება და სახის კანი დუნდება, კარგავს სიმკვრივეს, ჩნდება წვრილი და ღრმა ნაოჭები. მშვენიერი ქალბატონები ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ძალიან ბევრი მიმართავს ქირურგიულ ჩარევას, ზოგიც- ბოტოქსს, მაგრამ ბევრი ამ პროცედურებზე უარს ამბობს და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ებრძვის პრობელემას.

სტატიაში შემგთავაზებთ უძლიერესი ნიღაბის რეცეპტს, რომელიც სასურველ შედეგს მინიმალურ ვადაში მოგცემთ.

საჭირო იგრედეინტები:

  • სახამებელი 150 გრ
  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • წყალი 15 მლ
  • ლიმონის წვენი 5 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ცილა ათქვიფეთ, დაამატეთ მოცემული იგრედიენტები და კარგად აურიეთ.
  2. მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და გაიჩერეთ ერთი საათით. ნიღაბი ჯერ თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ კი ცივით.
  3. პროცედურის ბოლოს კი სახის კანზე დაიტანეთ დამატენიანებელი მალამო.

მოამზადეთ შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით ნიღაბი, რომელსაც ბოტოქსის ეფექტი აქვს და იზრუნეთ თქვენს სილამაზეზე.