ამჯერად, შემოგთავაზებთ კორეული რეცეპტის მიხედვით მომზადებულ ქამა სოკოს. ცივი კერძი ძალიან გემრიელია და არომატული.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქამა სოკო 400 გრ
- ნიორი 4 კბილი
- სეზამის მარცვლები 1,5 ჩ. კ.
- ზეთი 50 მლ
- ვაშლის ძმარი 3 ს. კ.
- დაფქული ქინძი ¼ ჩ. კ.
- სოიოს სოუსი 2 ს. კ.
- ოხრახუში ნახევარი კონა
- შავი პილპილის მარცვლები 6-7 ცალი
- სურნელოვანი პილპილის მარცვლები 3 ცალი
- დაფნის ფოთოლი 2 ცალი
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კერძის პიკანტურობა შეიძლება დარეგულირდეს თქვენი გემოვნების მიხედვით. შეგიძლიათ ოხრახუში შეცვალოთ თქვენთვის სასურველი მწვანილით.
- ქამა სოკო აირჩიეთ პატარა ზომის და თეთრი ქუდებით.
- ოხრახუში და ნიორი წვრილად დაჭერით.
- თასში აურიეთ ზეთი, სოიოს სოუსი, ვაშლის ძმარი, სანელებლები, ოხრახუში და ნიორი.
- სეზამის მარცვლები მოხალეთ მშრალ ტაფაზე და დაამატეთ მომზადებულ მასას.
- სოკო მოხარშეთ მარილიან წყალში. ხარშეთ 15 წუთი. მზა სოკო გადმოიტანეთ თუშფალანგზე და გააგრილეთ.
- სოკო გადაიტანეთ მინის თასში, დაასხით მომზადებული მარინადი და აურიეთ.
თასს დაახურეთ ხუფი და შედეთ მაცივარში. გემრიელად შეზავებული ცივი საუზმეც მზად არის.