შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც საუკეთესოა გრიპის, გაციების, ანგინისა და რინიტის დროს. მოცემული საშუალების წყალობით შეძლებთ რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომების შემსუბუქებას, მოსალოდნელი გართულებების არიდებას, იმუნური სისტემის გაძლიერებას.
მოცემული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3 ძალაინ სასარგებლო ინგრედიენტი. მათი ნამდვილი ძალა სწორ კომბინაციაშია.
იხილეთ მცირე ინფორმაცია თუ რა სარგებელი მოაქვს თითოეულ მათგანს ორგანიზმისთვის. მაგალითად, ხახვი ითვლება ნივრის უფრო რბილ ფორმად, რომელიც შეიცავს უამრავ უაღრესად ღირებულ ნივთიერებას და ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. ხახვი გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო და გამწმენდი ეფექტით.
ლიმონი ხელს უწყობს სხეულის დამცავი მექანიზმების გაძლიერებას, აგრეთვე ამცირებს ლორწოს გამომუშავებას და ებრძვის გრიპისა და გაციების ვირუსებს.
თაფლი კურნავს და ამშვიდებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს, ყელის ქავილს და აქვს ძლიერი სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები. იგი შეიცავს დიდი რაოდენებით ფერმენტებსა და მინერალებს, ასწრაფებს დაზიანებული ქსოვილისა და ლორწოვანი გარსის აღდგენას.
ანტივირუსული საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 თავი ხახვი
- 1 ლიმონი
- 2 ს. კ. თაფლი
- 3 ჩ. ჭ. წყალი
- 1 ჩ. კ. მწვანე ჩაი
მომზადებისა და მიღების წესები:
- პირველ რიგში, წყალი აადუღეთ, ხახვი გაჭერით 4 ნაწილად, დაამატეთ წყალს და 2-3 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაამატეთ მწვანე ჩაი. თბილ ნახარშს დაამატეთ თაფლი, ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ.
- სამკურნალო ნარევი მიიღეთ დღეში 3-5-ჯერ. ყოველ დღე მოამზადეთ ახალ-ახალი სასმელი.
შედეგად მიიღბთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, იმუნიტეტის გაძლიერებას. რეკომენდებულია, მოცემული საშუალებით მკურნალობის დაწყება პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე.
მოამზადეთ უძლიერესი და უმარტივესი საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.