შემოგთავაზებთ ხაჭოს ორცხობილების რეცეპტს. მოცემული რეცეპტის მიხედვით შეძლებთ წარმოუდგენლად გემრიელი ორცხობილების მომზადებას. ხაჭოს არომატული, რბილი ცომი დაჭერით თქვენთვის სასურველი ფორმებით.
ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენეტები:
- 250 გრ ფქვილი
- 150 გრ კარაქი
- 200 გრ ხაჭო
- 100 გრ შაქარი
- 1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი ვანილი
მომზადების წესი:
- ცივი კარაქი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაამატეთ შაქარი გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მოზილეთ ცომი.
- მზა ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 2 საათით შედეთ მაცივარში.
- ცომი გადაიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე და გააბრტყელეთ 3 მმ სისქის ფენად.
- მოამზადეთ საცხობი ფორმა, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და ლამაზ-ლამაზი ვარსკვლავები, დათუნიები, პეპლები, ფიფქები, ნაძვის ხეები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე. დაიცავით მანძილი.
- ღუმელი გააცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 10-15 წუთი.
ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები მორთეთ თქვენი სურვილის მიხედვით. გამოიყენეთ შაქრის ფხვნილი, დარიჩინი, გამდნარი შავი შოკოლადი ან მორთეთ თქვენი სურვილის მიხედვით.
ჩემი აზრით, მოახლოებულ დღესასწაულს დაამშვენებს სხვადახვა ფორმის უგემრიელესი ორცხობილები. გემრიელად მიირთვით!