უსაფუვრო ცომის რეცეპტი, რომელიც საუკეთესოა ღვეზელებისთვის

გაგიზიარებთ უსაფუვრო ცომის რეცეპტს, რომელიც წლებია აქტიურად გამოიყენება ჩემს ოჯახში. ცომი კეფირის ბაზაზე არის მომზადებული და საფუვრიანი ცომის ანალოგია.

ჰაეროვანი ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 2-2,5 ჩ. ჭ. ფქვილი
  • 1 ჩ. ჭ. კეფირი
  • ½ ჩ. კ. მარილი
  • 2 ჩ. კ. შაქარი
  • 1 ჩ. კ. სოდა
  • 2 ს. კ. ზეთი

მომზადების წესი:

  1. კეფირი შეათბეთ ოთახის ტემპერატურაზე, დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი. მიიღებთ ელასტიურ და რბილ ცომს.
  2. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ოთხკუთხა ფენად, მოაყარეთ 1/3 ჩ. კ. სოდა. შემდეგ გადაკეცეთ კონვერტისებურად, კვლავ გააბრტელეთ, მოაყარეთ 1/3 ჩ. კ. სოდა და ასე გაიმეორეთ, სანამ არ გახარჯავთ სოდას.

მზა ცომს გადააფარეთ ტილო და დააყოვნეთ 40 წუთი. ჰაეროვანი ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ხაჭაპური, ლობიანი, ხორცისა და კარტოფილის ღვეზელები.