ფრჩხილისა და კანის სოკოს მორჩენაში ეს საშინაო საშუალებები ძალიან დამეხმარა

სოკოვანი ინფექციები ვითარდება თბილ და ნოტიო  ადგილებში. ყველაზე ხშირად სოკო აზიანებს ტერფების კანს, თითებს შორის კანსა და ფეხის ფრჩხილებს. კანზე არსებული თეთრი ლაქები, ქერცლიანი ნადები და სიწითლე მიუთითებს სოკოვანი ინფექციის არსებობაზე.

სოკოს ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ქავილი, წვა, ფრჩხილების გასქელება, სისუსტე, ფრჩხილების გაყვითლება და უსიამოვნო სუნი.

სოკოვანი ინფექციით შეიძლება დაავადდეთ ისეთ საზოგადოებრივ  ადგილებში, როგორიცაა საშხაპეები, გასახდელები, აუზები და გამაჯანსაღებელი ცენტრები.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ბიუჯეტურ და უმარტივეს საშუალებას, რომელთა წყალობით შეძლებთ სოკოვანი ინფექციისგან განკურნებას, უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას.

1. ჩაის ხის ზეთი

დაამატეთ თბილ წყალს 40 წვეთი ჩაის ხის ზეთი, აურიეთ და ფეხები ჩაყავით 10 წუთით. პროცედურის ბოლოს ფეხები კარგად შეიმშრალეთ და შეიზილეთ ჩაის ხის ზეთის რამდენიმე წვეთი.

მოცემული ზეთი გაჯერებულია უძლიერესი სამკურნალო თვისებებით, რომელთა წყალობითაც შეძლებთ ფრჩხილის სოკოსგან გათავისუფლებას.

2. ჰიმალაის მარილი და ვაშლის ძმარი

მოამზადეთ 2 ს. კ. ვარდისფერი ჰიმალაის მარილი, ნახევარი ჩ. ჭ. ვაშლის ძმრისა და თბილი წყლის აბაზანა და 10-15 წუთით ჩაყავის ფეხები. პროცედურის ბოლოს ფეხები კარგად შეიმშრალეთ.

ვაშლის ძმარი ქმნის მჟავა გარემოს, რომელიც ანადგურებს სოკოს. გირჩევთ, აბაზანის მიღების შემდეგ, დაზიანებულ ადგილებზე შეიზილოთ ვაშლის ძმარი. გაითვალისწინეთ, ფეხები და თითებს შორის ადგილები კარგად უნდა შეიმშრალოთ.

3. ნიორი

ნივრის რამდენიმე კბილი დაჭყლიტეთ და შეიზილეთ დაზიანებულ კანზე, ფრჩხილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი ან მთელი ღამით.

ნივრის აქტიური ნაერთი, ალიცინი, აფერხებს სოკოს განვითარებას და ხელს უწყობს მის აღმოფხვრას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!