გულის პრობლემების პროფილაქტიკა, ანემიის დამარცხება და დაღლილობის მოხსნა გემრიელი ნაზავითაა შესაძლებელი

ყველამ კარგად იცის, რომ ხილი აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როგორც წესი, მათ ძალიან ბევრი სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. უამრავი საკვები ნივთიერებით გაჯერებული ხილი კვებავს ორგანიზმს და აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას.

ამჯერად, ვისაუბრებთ შავ ქლიავზე. ეს გემრიელი ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რკინას, ორგანულ მჟავებს, ბოჭკოებს, თუთიას და სხვა მრავალ ნივთიერებას. ქლიავს უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ორგანიზმისთვის. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, დაამატოთ თქვენი კვების რაციონს ქლიავი.

მიიღეთ დღეში 3 ქლიავი, გაიჯერეთ ორგანიზმი აუცილებელი საკვები ნივთიერებებით და მოიგვარეთ ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული პრობლემები:

  1. შავი ქლიავი კურნავს საჭმლის მონელების პრობლემებს. ბოჭკოების დიდი რაოდენობით შემცველობის წყალობით შავი ქლიავი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, გაგათავისუფლებთ ყაბზობისგან და ასევე დაგიამებთ  კუჭის ტკივილს.
  1. ებრძვის ანემიას: ანემიას იწვევს ორგანიზმში რკინის ნაკლებობა. ქლიავი კი ამ მინერალს დიდი რაოდენობით შეიცავს და ხელს უშლის ანემიის განვითარებას.
  2. ამაგრებს ძვლებს: ქლიავი შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და მანგანუმს, ამიტომ ამ გემრიელი ხილის მირთმევით ხელს შეუწყობთ ძვლების გამაგრებას.
  3. მოგიხსნით დაღლილობას: შავი ქლიავი აღგავსებთ ენერგიით და მოგიხსნით დაღლილობას.
  4. გულის პრობლემები: კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით შავი ქლიავი ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.

შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ შავი ქლიავისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას.

დაგჭირდებათ:

  • 1 ლ წყალი
  • 14 ცალი შავი ქლიავი

მომზადებისა და მიღების წესები:

  1. პირველ რიგში, აადუღეთ წყალი, დაამატეთ შავი ქლიავი და ადუღეთ 5 წუთი. შემდეგ გააგრილეთ.
  2. ნახარში მიიღეთ დღის განმავლობაში. შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით.
  3. სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 7-10 დღე, რამდენიმე დღე დაისვენეთ და საჭიროების მიხედვით კვლავ გაიმეორეთ ან მიირთვით დღეში 3 ნედლი შავი ქლიავი, ან ჩირი.

მოცემული ნახარშის საშუალებით შეძლებთ, მიიღოთ ქლიავის მაქსიმალური სარგებელი, გაიჯეროთ ორგანიზმი საკვები ნივთიერებებით და მოიგვარეოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გისურვებთ ჯანმრთელობას!