ქოქოსის სკრაბი სახის მოვლის შეუცვლელი ნიღაბია. საშინაო საშუალება საკმაოდ ბიუჯეტურია და მოსამზადებლადაც უმარტივესია.
საშინაო კოსმეტიკის უამრავი საშუალება მაქვს გამოყენებული, მაგრამ უშალოდ ამ ნიღაბმა მაგრძნობინა, რომ მართლაც არ ღირს კოლოსალური თანხის გადახდა ბრენდულ კოსმეტიკურ საშუალებებში. სასურველი ეფექტის მიღება შეგიძლიათ იაფი ინგრედიენტების საშუალებით, რომლის შეძენაც ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ.
ქოქოსის ფანტელების ნატურალური სკრაბის რეცეპტი
ქოქოსის ფანტელების ნატურალური სკრაბი მკვდარი უჯრედების მსუბუქი ამქერცლავი საშუალებაა. იგი აგრეთვე კვებავს და ამკვრივებს კანს.
ამ საშინაო ნიღაბის შემადგენლობაში შედის ქაცვის ზეთი. იგი კანის უჯრედების აღმდგენი საუკეთესო საშუალებაა, ებრძვის პიგმენტაციას, ახშობს ფორებს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საშუალო ზომის ქოქოსის ფანტელი, ბუნებივი რძის ფხვნილი და ქაცვის ზეთი.
საჭირო ინგრედიენტები:
- ქოქოსის ფანტელი 1 ს. კ.
- რძის ფხვნილი 0,5 ს. კ.
- ქაცვის ზეთი 1 ს. კ.
მომზადებისა და მოხმარების წესები:
- აიღეთ თასი ან ქილა, ჩაყარეთ ქოქოსის ფანტელი და რძის ფხვნილი. დაასხით ქაცვის ზეთი და კარგად აურიეთ. დაასვენეთ 1 წუთი, შემდეგ კვლავ აურიეთ.
- ნიღაბის გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მომზადებული მასის მცირე ნაწილი დაიტანეთ იდაყვის შიგნითა მხარეს. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი. თუ არ გაგიწითლდათ, შეგიძლიათ ნიღაბი გამოიყენოთ.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წრიული მოძრაობებით ფრთხილად შეიზილეთ და თან სახის მასაჟი გაიკეთეთ. მასაჟის შემდეგ კიდევ 1 წუთი დაიტოვეთ, შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ სპეციალური დასაბანი საშუალებაც გამოიყენოთ.
- პროცედურები გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. მოცემული პროპორციების მიხედვით მომზადებული სკრაბი შეგიძლიათ რამდენჯერმე გამოიყენოთ. დარჩენილი მასა შეინახეთ მაცივარში.
ქოქოსის ფანტელების ნატურალური სკრაბი უნივერსალური საშუალებაა, რომლის გამოყენების შემდეგ კანი ნაზი ხდება და მისი მდგომარეობა უმჯობესდება.
გამოიყენეთ ქოქოსის სკრაბი და იზრუნეთ თქვენს სილმაზეზე.