”ქმრის ოცნება” – ასე ჰქვია ამ უგემრიელეს კერძს, რომელზეც ოჯახის ყველა წევრი გიჟდება

შემოგთავაზებთ უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც ბევრი გემრიელი ინგრედიენტის არომატით არის გაჯერებული.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი 500 გრ
  • ხახვი 100 გრ
  • შამპინიონი 500 გრ
  • ქათმის ფილე 400 გრ
  • რძე 0,5%-იანი 100 მლ
  • ნაღები 10%-იანი 50 მლ
  • ყველი 100 გრ
  • ფქვილი 20 გრ

მომზადების წესი:

  1. ფილე დაჭერით ნაჭრებად და ზეთის გარეშე მოთუშეთ ტაფაზე. ეცადეთ არ დაბრაწოთ.
  2. რამდენიმე წუთის შემდეგ ფილე გადმოიტანეთ თეფშზე და იმავე ტაფაზე მოთუშეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ოთხნაწილად დაჭრილი შამპინიონი. თუშავთ წყლის აორთქლებამდე.
  3. კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. შემდეგ გააგრილეთ, გაფცქვენით და გახეხეთ.
  4. სოკოს მასას დაამატეთ ქათმის ფილე, დაასხით რძე, ნაღები, ფქვილი, მარილი, სანელებლები და აურიეთ.
  5. საცხობ ფორმაში გადაიტანეთ მომზადებული მასა, ზემოდან დაიტანეთ გახეხილი კარტოფილი და მოაყარეთ გახეხილი ყველი.
  6. ღუმელი გაცხელეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე. მოსამზადებლად დასჭირდება 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!