
კოლაგენის წყალობით, რომელსაც ჩვენი უჯრედები შეიცავს, კანი ინარჩუნებს ელასტიურობას, ეფექტურობას, სიმკვრივეს.
დროთა განმავლობაში კი ჩვენი ორგანიზმი კარგავს უნარს, რომ გამოიმუშაოს კოლაგენი. სწორედ ამიტომ კარგავს კანი ტონუსს და თანდათან ჩნდება ნაოჭები.
შემოგთავაზებთ უნიკალური ნიღაბის რეცეპტს, რომლის საიდუმლო იგრედიენტი, ხელს შეუწყობს კოლაგენის გამომუშავებას და თქვენს კანს მისცემს უფლებას, დიდი ხნით გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და ლამაზად.
შემოგთავაზებთ ჯადოსნური ნიღაბის რეცეპტს სპირულინას (წყალმცენარე) ბაზაზე, რომელიც შეუნარჩუნებს კანს სიმკვრივესა და ახალგაზრდობას.
ნიღაბის რეცეპტი:
- სპირილაინი -4 აბი
- ჯელატინი -2 ჩ. კ
- ლიმონის წვენი -0,5 ჩ. კ.
- ვიტამინი A -2 წვეთი
ინსტრუქცია:
- ჟელატინს დასხით ¼ ჩ. ჭ. თბილი წყალი და ნახევარი საათით დაელოდეთ გაფუვებას, შემდეგ კი ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ.
- სპირილაინის აბებს დაასხით 2 ს. კ. წყალი და გადაირიეთ, შედეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და თხევადი A ვიტამინი.
- მიღებული ნარევი დაამატეთ ჟელატინიან მასას, კარგად შეურიეთ და დაიტანეთ ღრმა ნაზოლაბიულ ნაკეცებზე. 15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ.
ეს ნიღაბი გამოგადგებათ ყველა ტიპის კანზე, მაგრამ მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს.
თუ თქვენ პირველად გაიგეთ სპირილაინის შესახებ, არ ინერვიულოთ, ის მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში.
ნიღაბის გამოყენების შემდეგ აღფრთოვანებას ვერ დამალავთ: სახის მყისიერი აწევა, ტონუსი, სიგლუვე, სინაზე, ელასტიურობა, რაც გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მომენტალურად გახალგაზრდავდეთ.
მე თვითონ ვიყენებ ამ ნიღაბს. გირჩევთ, თქვენც გამოიყენოთ და ინფორმაცია მეგობრებსაც გაუზიაროთ.