საშინაო სიროფი, რომელიც გაგიძლიერებთ ძვლებსა და სახსრებს

დრო გადის. წლებს წლები ემატება და ჩვენი სილამაზე და ჯანმრთელობა თანდათან უკვალოდ ქრება. სახეზე გვიჩნდება მომაბეზრებელი ნაოჭები, სახსრების ტკივილი ხომ საერთოდ გამანადგურებელი, შემაწუხებელი და გაუსაძლისია.

შემოგთავაზებთ უძლიერეს საშუალებას, რომელიც გაგათავისუფლებთ სახსერების ტკივილისგან და გაგიმაგრებთ ძვლებს.

გირჩევთ, რომ როგორც კი იგრძნობთ სახსრების ტკივილს, არ დააყოვნოთ, მაშინვე დაიწყეთ მკურნალობა და არ მიცეთ განვითარების საშუალება, რადგან შეიძლება მოხდეს ქრონიკულ დაავადებად ჩამოყალიბება.

შემოგთავაზებთ მარტივ საშინაო რეცეპტს, რომელიც შეგიმსუბუქებთ ტკივილს და გაგიმაგრებთ ძვლებს.

მართალია მოსამზადებლად უმარტივესია, მაგრამ თქვენი ჯანმრთელობისთვის საოცრად ეფექტურია.

საჭირო იგრედიენტები:

  • ქიშმიში 3 ს. კ.
  • გოგრის თესლი 3 ს. კ.
  • ჟელატინი (არომატიზატორების გარეშე) 25 გრ
  • სელი 3 ს. კ.
  • სეზამი 4 ს. კ.
  • მზესუმზირა 4 ს. კ.
  • ლიმონი 1 ცალი
  • ნატურალური თაფლი

ქიშმიშს, გოგრის თსლს, სელს, სეზამისა და მზესუმზირის მარცვლებს დაამატეთ 1 ცალი ლიმონის წვენი და დააბლენდერეთ.

ჟელატინს დაასცით 1 ჭიქა წყალი და დაყოვნეთ 20 წუთი, შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე, ურიეთ და აადუღეთ. ცოტა რომ შეთბება დაამატეთ მომზადებულ მასას, კარგად შეურიეთ,   გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.

მომზადებული ნატურალური საშუალება მიიღეთ ჭამის წინ ერთი საათით ადრე დღეში 3-ჯერ.

სახსარი ადამიანის ორგანიზმის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გინდათ, რომ სიცოცხლე გიხაროდეთ და თავისუფლად მოძრაობდეთ, მაშინ სასწრაფოდ მოამზადეთ მოცემული რეცეპტი და დატკბით ცხოვრებით.