ხაჭოს ღვეზელი გამოდის ფუმფულა, ჰაეროვანი და საოცრად გემრიელი

0
173

შემოგთავაზებთ ანანასის არომატით გაჯერებული ხაჭოს ღვეზელის რეცეპტს. დესერტი გამოდის ფუმფულა, ჰაეროვანი და საოცრად გემრიელი.

ღვეზელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 300 გრ
  • კეფირი 200 მლ
  • შაქარი 1 ჩ. ჭ.
  • ზეთი 100 მლ
  • კვერცხი 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი 12 გრ

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხაჭო 250 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • შაქარი 3 ს. კ.
  • ვანილი
  • დაკონსერვებული ანანსი 1 ქილა (380 გრ)

მომზადების წესი:

  1. კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ კეფირი, ზეთი და აურიეთ. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მიიღებთ სქელი არაჟნის სისქის ცომს.
  2. გულსართის მოსამზადებლად აურიეთ ხაჭო, კვერცხი და შაქარი.
  3. გამოსაცხობად დასჭირდება 22 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ფორმას წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ ცომი და თანაბრად გაანაწილეთ.
  4. ხაჭოს შიგთავსი გაყავით 2 ნაწილად და ჯერ ერთი ნაწილი დადეთ ცომზე ალაგ-ალაგ. შემდეგ დააწყვეთ ანანსის ნაჭრები და შიგთავსის დარჩენილი ნაწილი ისევ ალაგ-ალაგ გაანაწილეთ.
  5. ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 50 წუთი.

ღვეზელი გააგრილეთ და ფორმიდან შემდეგ ამოიღეთ. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!