პამიდვრისა და წიწაკის ეს სოუსი თქვენი ფავორიტი გახდება. ზამთრისათვის ათობის ქილას ვიმარაგებ

შემოგთავაზებთ პამიდვრის უგემრიელესი სოუსის რეცეპტს, რომელსაც ნებისმიერი კერძის მოსამზადებლად ან გარნირად  გამოიყენებთ. საწებელი გამოდის სასიამოვნო ფერის, არომატის, სურნელოვანი, ზომიერად ცხარე და ძალიან გემრიელი.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • პამიდორი 3 კგ
  • ხახვი 300 გრ
  • ბულგარული წიწაკა ნახევარი კგ
  • ცხარე წიწაკა 1 ცალი
  • ნიორი 4-5 კბილი
  • ზეთი ნახევარ ჩაის ჭიქაზე ცოტა მეტი
  • ძმარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • მარილი 2 ს. კ.
  • შაქარი 2 ს. კ.
  • მოცემული ინგრედიენტებით შეძლებთ დაახლოებით, 3 ლ სოუსის მომზადებას.

მომზადების წესი:

  1. პამიდორი გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
  2. ხახვი გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად.
  3. ბულგარული წიწაკა (შეგიძლიათ გამოიყენოთ წითელიც და მწვანეც) გაასუფთავეთ თესლისგან.
  4. პამიდორი გაატარეთ. გაატარეთ ხახვი, ბულგარული, ცხარე პილპილი.
  5. მომზადებული მასა გადაიტანეთ ქვაბში, დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, შაქარი, ზეთი და დადგით საშუალო ცეცხლზე.
  6. ბოლოს დაამატეთ ძმარი და აადუღეთ. ადუღეთ კიდევ 1 საათი.

პამიდვრის უგემრიელესი საწებელი გადაიტანეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული ხუფები, დააწყვეთ თავდაყირა, გააგრილეთ და მიუჩინეთ ადგილი თქვენს თაროებზე.

გემრიელად მიირთვით!