ძვირფასო დიასახლისებო, ალბათ, ხაჭოს არომატული კექსების უამრავი რეცეპტი გაქვთ თქვენს კულინარიულ არქივში. კიდევ ერთ უამრტივეს რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლის მიხედვითაც უგემრიელესი და ნაზი კექსის მომზადება დამწყებ დიასახლისებსაც კი არ გაუჭირდებათ.
კექსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხაჭო 200 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- არაჟანი 2 ს. კ.
- კარაქი 2 ს. კ.
- ფქვილი 1 ჩ. ჭ.
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- სოდა 1 ჩაის კოვზამდე
- ვანილი
მომზადების წესი:
- ხაჭო, კვერცხი და არაჟანი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
- შემდეგ თანდათან შეათქვიფეთ შაქარი, სოდა, მარილი და გამდნარი კარაქი. ბოლოს შეურიეთ ფქვილი.
- გამოსაცხობად შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენთვის ხელმისაწვდომი ფორმა. წაუსვით ცხიმი და ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოცხობის დრო განსაზღვრეთ თქვენი ღუმელის მიხედვით.
მოამზადეთ ხაჭოს კექსი და არომატულ ჩაისთან ერთად გემრიელად მიირთვით!