შემოგთავაზებთ ხაჭოთი მომზადებული გემრიელი ბლინების რეცეპტს. აუცილებლდ მოამზადეთ და დარწმუნდით, რომ ხაჭოს ბლინები, მართლაც არაჩვეულებრივია.
საჭირო ინგრედიენტები:
- ფქვილი 250 გრ
- ხაჭო 250 გრ
- კვერცხი 3 ცალი
- კარაქი 5 ს. კ.
- რძე 300 მლ
- შაქარი 4 ს. კ.
- ვანილი
- გამაფხვიერებელი 10 გრ
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- კვერცხი, მარილი, შაქარი და ვანილი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ ხაჭო და დააბლენდერეთ.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და აურიეთ.
- ხაჭოიანი მასა გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილს შეაზილეთ ფქვილი. შემდეგ თანდათან დაამატეთ რძე, ხაჭოიანი მასის მეორე ნაწილი, რამდენიმე კოვზი ზეთი და კარგად აურიეთ. მიიღებთ თხელ მასას.
- აცხობთ ცხელ ტაფაზე ისე, როგორც ჩვეულებრივ ბლინებს.
ოქროსფრად დაბრაწული ბლინები შეგიძლიათ მიირთვათ თაფლთან ან არაჟანთან ერთად. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!