ხახვი უძლიერესი სამკურნალო საშუალებაა. უძველესი დროიდან იყენებდნენ მას ჩვენი წინაპრები გაციების, რესპირატორულ დაავადებათა საწინააღმდეგოდ, ორგანიზმის გასაწმენდად, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ჰემოგლობინის ასამაღლებლად, ჭრილობებისა და ნაკაწრების შესახორცებლად, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. ხახვი გაჯერებულია ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიმიკრობული თვისებებით.
ხახვი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, A და B ჯგუფის ვიტამინებს, C, PP ვიტამინებს, ნიკოტინის მჟავას, კაროტინს, სპილენძს, თუთიას, იოდს და სხვა მრავალ სასარგებლო ნივთიერებას.
ამჯერად, შემოგთავაზებთ ხახვის გამოყენების ერთ-ერთ საუკეთესო გზას, კომპრესებს ტერფებზე. ვინაიდან ფეხის ძირებზე ნერვული დაბოლოებების დიდი რაოდენობაა, ჩვენი წინაპრები ამ უჩვეულო პრაქტიკას ფართოდ იყენებდნენ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
ბევრი ნატუროპათი თვლის, რომ ტერფებზე არსებული გარკვეული წერტილები პირდაპირ კავშირშია ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციონირებასთან, მაგალითად, ტვინის, ღვიძლის და გულის. სწორედ ამიტომ აქვს ხახვის კომპრესებს ასეთი ეფექტი.
შემოგთავაზებთ უმარტივეს და უჩვეულო მეთოდს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მოგვარებას.
მეთოდი უმარტივესია და ყველასთვის ხელმისაწვდომი. დაგჭირდებათ ხახვი და წინდები:
ხახვის ფურცლები, დაიფინეთ ტერფებზე და ამოიცვით წინდები. კომპრესი სამოქმედოდ დაიტოვეთ მთელი ღამე. ამ გზით შეძლებთ ორგანიზმში არსებული ბაქტერიების, მიკრობებისა და ვირუსული პათოგენების განადგურებას. ასევე მოიშორებთ გრიპისა და გაციების სიმპტომებს და მოიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.
გამოიყენეთ უმარტივესი მეთოდი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!