იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე, აირიდოთ ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გამოვლენა, სათანადოდ უნდა იზრუნოთ კანზე.
პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. აუცილებელია იკვებოთ სწორად და მიაწოდოთ ორგანიზმს საჭირო ვიტამინები და მინერალები. მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაცვა, კანის მოვლა და კვება.
კანის მოვლის უამრავი კომერციული საშუალება არსებობს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი დატვირთულია ქიმიური ნივთიერებებით ან ნაკლებად ეფექტურია, ან ძვირადღირებული. თანამედროვე მედიცინა საშუალებას იძლევა, მარტივად გავიუმჯობესოთ გარეგნობა. ამჟამად, გაახალგაზრდავების ყველაზე ეფექტურ და მოთხოვნად საშუალებად ბოტოქსი ითვლება. მაგრამ პროცედურა საკმაოდ ძვირადღირებულია და ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი.
საბედნიეროდ, ბუნება შემოქმედია და უამრავი ნატურალური საშუალება არსებობს, რომელთა წყალობითაც შეძლებთ კანის პრობლემების მოგვარებას.
სტატიაში შემოგთავაზებთ ბოტოქსის ბუნებრივ ალტერნატივას, რომელიც კანს ანიჭებს ელასტიურობას, ჭიმავს, ამცირებს ნაოჭებს, აღიავებს პიგმენტურ ლაქებს.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- სიმინდის სახამებელი 1 ს. კ.
- წყალი 100 მლ
- სტაფილოს წვენი 5 ს. კ.
- ნაღები (უცხიმო) 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- სახამებელს ნელ-ნელა დაასხით თბილი წყალი, კარგად აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე. ნარევს განუწყვეტლივ ურევთ და ადუღებთ გასქელებამდე. გაგრილებულ მასას შეურიეთ სტაფილოს წვენი, ნაღები და რამდენიმე წუთით გააჩერეთ.
- სახე დაიბანეთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სკრაბიც. შემდეგ დაიტანეთ მზა მასა სახის კანზე, თანაბრად გაინაწილეთ და სამოქმედოდ დაიყოვნეთ 30 წუთი. ნიღაბის ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-5-ჯერ.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა და ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგვარეთ კანის პრობლემები.