შემოგთავაზებთ ყველასთვის საყვარელი დესერტის ,,შოკოლადის ძეხვის“ რეცეპტს. უგემრიელესი დესერტი უმარტივესი მოსამზადებელია და პატარა დიასახლისებსაც კი არ გაუჭირდებათ მისი მომზადება.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 200 გრ ფხვიერი ორცხობილა
- 300 გრ ნიგოზი ან თხილი
- 200 გრ კარაქი
- 1 ჩ. ჭ. შაქარი
- 2 ცალი კვერცხი
- 3 ს. კ. კაკაო
მომზადების წესი:
- ორცხობილები დააქუცმაცეთ. ნიგოზი დაჭერით. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ, დაამატეთ კაკაო და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გამდნარ კარაქს შეურიეთ კვერცხიანი მასა, დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და აადუღეთ. მზა მასა გადმოდგით ცეცხლიდან და ჯერ კიდევ თბილს შეურიეთ წინასწარ მომზადებული ორცხობილა და ნიგოზი. შემდეგ გადმოიტანეთ ცელოფანზე ან პერგამენტის ქაღალდზე და გადაახვიეთ ისე, რომ მისცეთ ძეხვის ფორმა. დესერტი რამდენიმე საათით შედეთ საყინულეში.
მოამზადეთ ,,შოკოლადის ძეხვი“, გაიხსენეთ ბავშვობა და ისიამოვნეთ!