ბრაზიულიური ფუნჩულები ვანილის კრემით. დიდი ხანია, ასეთი გემრიელი არაფერი გამისინჯავს

შემოგთავაზებთ ბრაზიული ფუმფულა ფუნჩულების რეცეპტს, რომელსაც საოცარ არომატს ჰმატებს ვანილის უგემრიელესი და უნაზესი კრემი.

ფუნჩულების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საფუარი 7 გრ
  • თბილი რძე 200 მლ
  • ფქვილი 800 გრ
  • შაქარი 3 ს. კ.
  • დარბილებული კარაქი 3 ს. კ.
  • მარილი მწიკვი
  • ზეთი შესაწვავად

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • რძე 2 ჩ. ჭ.
  • სახამებელი 2,5 ს. კ.
  • 4 ცალი კვერცხის გული
  • შაქარი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩ. კ. ან ვანილი გემოვნებით
  • 1 ცალი ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ზელთ ცომს. თბილ რძეს დაამატეთ საფუარი და დააყოვნეთ 5 წუთი.
  2. თასში აურიეთ ფქვილი და შაქარი, დაამატეთ კვერცხი, კარაქი, დაასხით საფუვრიანი რძე და კარგად ათქვიფეთ მიქსერის დაბალ სიჩქარეზე. მიიღებთ რბილ და გლუვ ცომს. ცომს ზელთ, დაახლოებით, 8 წუთი.
  3. მზა ცომს გადააფარეთ ჯერ საკვების ცელოფანი, შემდეგ ტილო და გააჩერეთ 20 წუთი.
  4. სამუშაო ზედაპირზე მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი, დაახლოებით, 12-15 მმ სისქის ფენად და ჭიქით გამოჭერით ფუნჩულები. ფორმაზე მოაყარეთ ფქვილი და დააწყვეთ მზა ცომები. დაიცავით მანძილი, რადგან ფუნჩულები  კიდევ აფუვდება. ფორმას გადააფარეთ ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
  5. სქელძირიანი ქვაბი ნახევრამდე გაავსეთ ზეთით და დადგით საშუალო ცეცხლზე. ცხელ ზეთში ჩადეთ ცომი და ორივე მხრიდან შეწვით. ოქროსფრად დაბრაწული ფუნჩულები დააწყვეთ ხელსახოცზე. ამ გზით შეძლებთ ზედმეტი ცხიმის  მოშორებას.
  6. ფუნჩულები გაჭერით შუაზე, შეგიძლიათ ბოლომდე არ გაჭრათ და ამოავსეთ კრემით.
  7. კრემის მოსამზადებლად სახამებელს დაამატეთ თბილი რძის მესამედი და კარგად აურიეთ. შემდეგ დაამატეთ კვერცხის გული, შაქარი, დარჩენილი რძე, კიდევ ერთხელ აურიეთ და 5 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. გადმოდგით ცეცხლიდან,  დაამატეთ ვანილის ექსტრაქტი, ლიმონის ცედრა და აურიეთ. უგემრიელესი კრემიც მზად არის.

მოამზადეთ უგემრიელესი ფუნჩულები და ისიამოვნეთ!