ქიმიური დეოდორანტებით ზიანს აყენებთ ორგანიზმს. მათი გამოყენებით ანადგურებთ როგორც ცუდ ბაქტერიებს, ისე კარგს. შედეგად კანი კარგავს ორგანიზმის ხარისხიანად დაცვის უნარს.
კომერციული დეოდორანტებისა და ანტიპესპერანტების შემადგენლობაში შედის ისეთი სახიფათო ინგრედიენტები, როგორიცაა ალუმინი, პარაბენები, პროპილენგლიკოლი, ტრიკლოზანი. მიმდინარე კვლევა მიუთითებს ძლიერ კავშირზე ალუმინის ანტიპერსპირანტებსა და ძუძუს კიბოს, ასევე ალერგიასა და ჰორმონალურ დისბალანსს შორის.
ანტიპერსპირანტები გარდა იმისა, რომ ანადგურებს ბაქტერიებს და ხელს უშლის უსიამოვნო სუნის წარმოქმნას, ასევე აფერხებს ოფლის გამოყოფას.
სტატიაში შემოგთავაზებთ უსაფრთხო ხელნაკეთი პრობიოტიკური დეოდორანტის რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კაკაოს კარაქი 1 ს. კ.
- ქოქოსის კარაქი 2 ს. კ.
- შის კარაქი (კარიტე) 1 ს. კ.
- ფუტკრის ცვილი 2 ჩ. კ.
- კარტოფილის სახამებელი 2,5 ს. კ.
- საკვები სოდა 1 ს. კ.
- E ვიტამინი ¼ ჩ. კ.
- 15 წვეთი ლიმონის ან როზმარინის, ან ლავანდის ეთერზეთი
- პრობიოტიკური ფხვნილის ორი კაფსულა
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- ერთ თასში მოთავსეთ ფუტკრის ცვილი, მოცემული კარაქები და ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ.
- დაამატეთ სახამებელი, სოდა და აურიეთ ხის კოვზით, სანამ მთელი ფხვნილი არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
- დაამატეთ E ვიტამინი, ეთერზეთები და აურიეთ. მიღებული მასა გააგრილეთ.
- პრობიოტიკური კაფსულა გახსენით და ფხვნილი დაამატეთ მზა მასას. კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ, რათა ფხვნილი თანაბრად განაწილდეს.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ სუფთა კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში. შეგიძლიათ გამოიყენოთ 3-4 თვის განმავლობაში.
უმჯობესია, აირჩიოთ ისეთი პრობიოტიკები, რომელთაც არ სჭირდება მაცივარში შენახვა. ასევე პრობიოტიკები უნდა შეიცავდეს ძლიერ მდგრად ბაქტერიულ სახეობებს, როგორიცაა ლაქტობაცილები ან ბიფიდობაქტერიები.
თუ თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შეგიძლიათ არ დაამატოთ სოდა ან შეამცირეთ რაოდენობა.
მოამზადეთ შემოთავაზებული პრობიოტიკური დეოდორანტი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!