შემოგთავაზებთ მეთოდს, რომლის საშუალებით თქვენს ტაფებსა და ქვაბებს ძალიან მარტივად მოაშორებთ მიმწვარ შრეს და შეძლებთ მათ გაპრიალებას.
მეთოდი საკმაოდ ძველია. მას აქტიურად იყენებდნენ ჩვენი ბებიები და დედები. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მათი ტაფები და ქვაბები სისუფთავისგან ბრწყინავდა.
ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კალცირებული სოდა 300 გრ
- სილიკატური წებო 1 ჩ. ჭ.
- მცენარეული ზეთი 1 ჩ. ჭ.
- სარეცხი საპონი (72%-იანი) 1 ცალი
- წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- თქვენთვის ხელმისაწვდომი დიდი ზომის ჭურჭელი, ეს იქნება ქვაბი თუ თასი, ნახევრამდე გაავსეთ წყლით.
- სარეცხი საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
- წყალს შეურიეთ სარეცხი საპონი და დანარჩენი ინგრედიენტები.
- მომზადებულ ნარევში ჩადეთ დაბინძურებული ტაფა. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. ადუღეთ 7 წუთი.
- შემდეგ ამოიღეთ ტაფა და გახეხეთ. თუ ნადები არ მოშორდა, ტაფა კვლავ ჩადეთ ხსნარში და ადუღეთ კიდევ რამდენიმე წუთი.
მოცემული მეთოდის საშუალებით ძველი, ჩამჯდარი ცხიმები და ჭვარტლი უფრო მარტივად შორდება, გახეხვაც კი არ სჭირდება.
უმოკლეს დროში შეძლებთ იმ ტაფის გაწმენდას, რომლის გადაგდებასაც აპირებდით.
მოცემული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ალუმინის ქვაბების გასაპრიალებლად.