
სისხლის შედედება ბუნებრივი პროცესია ჩვენს ორგანიზმში. თრომბი არის სისხლის შენადედი, რომელიც ჩნდება სისხლძარღვებში და აფერხებს სისხლის მოძრაობას. თრომბის განვითარების შესაძლებლობა იზრდება, როცა გულის კუნთის ტონუსი დაქვეითებულია და სისხლი შესაბამისი სიჩქარით არ მოძრაობს სისხლძარღვებში. თრომბის წარმოქმნას იწვევს სისხლძარღვების ტონუსი და ელასტიურობის დაქვეითება.
თრომბი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ზოგიერთი ადამიანი უფრო მეტად არის მიდრეკილი სისხლის შედედებისკენ, ამიტომ მნიშვნელოვანი ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს და დროულად აირიდეთ მოსალოდნელი საფრთხე.
სტატიაში შემოგთავაზებთ თრომბის წარმოქმნის ძირითად ნიშნებს, რომლებიც დაგეხმარებათ დროულ დიაგნოსტირებაში:
1. კიდურების შეშუპება და სიწითლე
სისხლის შედედებას შეუძლია დაბლოკოს ფეხებში სისხლის ნორმალური ნაკადი, რაც იწვევს ანთებას და შეშუპებას. თუ თქვენ მოცემული სიმპტომი აღგენიშნებათ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
2. ტკივილი ხელებში და ფეხებში
თუ თქვენ ღრმა ვენების თრომბოზი გაწუხებთ, ტკივილს თან ახლავს სხვა სიმპტომები, როგორიცაა შეშუპება ან სიწითლე.
თუ გაწუხებთ კრუნჩხვები და კანი ამ მიდამოში გაქვთ ცხელი ან გაუფერულებული, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.
3. აუხსნელი ხველა
თუ აღგენიშნებათ ხველა, ქოშინი, აჩქარებული გულისცემა და გულმკერდის ტკივილი, ეს შეიძლება იყოს ფილტვის ემბოლიის სიმპტომები.
4. ქოშინი ან აჩქარებული გულისცემა
ფილტვებში სისხლის შედედება ანელებს ჟანგბადის ნაკადს. როდესაც ჟანგბადი მცირდება, გულისცემის სიხშირე მატულობს, შეიძლება იგრძნოთ სისუსტე ან დაკარგოთ გონება.
დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი მოულოდნელად გაგივითარდებათ.
5. კანის სიწითლე
ღრმა ვენების თრომბოზი დაზიანებულ კიდურში კანის სიწითლესა და შეშუპებას იწვევს. ეს ერთ-ერთი საგანგაშო ნიშანია, რომლის არსებობის შემთხვევაშიც დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
დაუკვირდით თქვენს ორგანიზმს, ყური უგდეთ მის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს და თუ მოცემულთაგან რომელიმე სიმპტომი აღგენიშნებათ, დაუყონებლივ მიიღეთ საჭირო ზომები. გისურვებთ ჯანმრთელობას!