ბულგარული წიწაკა პამიდვრის წვენში. ისეთი გემრიელი გამოდის, ყოველი ზამთრისათვის ათობით ქილას ვამზადებ

შემოგთავაზებთ მოსამზადებლად უმარტივესი, გემრიელი, არომატული და პოპულარული, დაკონსერვებული სალათის რეცეპტს. მოამზადეთ თქვენთვის სასურველი ფერის ბულგარული წიწაკა პამიდვრის წვენში და გემრიელად მიირთვით ზამთარში.

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბულგარული წიწაკა 4 კგ
  • პამიდვრის წვენი 1,5 ლ
  • მზესუმზირის ზეთი 200 მლ
  • ძმარი 9%-იანი 100 მლ
  • შაქარი 100 გრ
  • მსხვილი მარილი 1 ს. კ. (სავსე)

მომზადების წესი:

  1. ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ თესლისგან და კიდევ ერთხელ გარეცხეთ. შემდეგ დაჭერით საშუალოზე ოდნავ დიდ ნაჭრებად.
  2. დიდ ქვაბში აურიეთ პამიდვრის წვენი, მარილი და შაქარი.
  3. ქვაბი დადგით საშუალო ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ.
  4. დაამატეთ ბულგარული წიწაკა, ნაწილ-ნაწილ დაასხით ძმარი, ზეთი და აურიეთ.
  5. სალათი 15-20 ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ცხელი კერძი გაანაწილეთ გასტერილებულ ქილებში, დაახურეთ გასტერილებული ხუფები, დააწყვეთ თავდაყირა და შეფუთეთ.
  6. გაგრილების შემდეგ ქილები დააწყვეთ ბნელ და გრილ ადგილზე.

სალათი შეგიძლიათ გამოიყენოთ კერძების მოსამზადებლად ან კარტოფილის, მაკარონის და სხვა კერძების გარნირად.

გემრიელად მიირთვით!