ცხოვრების ორომტრიალი, გარემო ფაქტორები, სტრესი გავლენას ახდენს ჩვენს გარეგნობაზე, ჩნდება ნაოჭები, ვკარგავთ ახალგაზრდობას.
კანზე ასაკის გამომხატველი ნიშნების გამოვლენა საშიში არ არის, უბრალოდ ჩვენს გარეგნობას შარმსა და მომხიბვლელობას აკლებს.
უამრავი კომერციული საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ კანზე ასახული სიბერის ნიშნების აღმოფხვრას. გარდა ამისა, არსებობს მარტივი, ბუნებრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებები.
სტატიაში შემოგთავაზებთ ნიღაბის რეცეპტს, რომლის ძირითადი ინგრედიენტია ვარსკვლავური ანისი. ანისი ბუნებრივი სანელებელია, რომელსაც აქვს ნაოჭების აღმოფხვრის, კანის გაწმენდისა და გაახალგაზრდავების უნარი. ის ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და აქვს დამამშვიდებელი ეფქტი.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვარსკვლავური ანისი 3 ს. კ.
- წყალი ნახევარი ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
- მოცემული ინგრეიენტები დააბლენდერეთ. თუ გაგიჭირდათ დაბლენდერება, დაამატეთ კიდევ ცოტა წყალი.
- უნდა მიიღოთ მალამოსებური მასა. მომზადებული მასა დაიტანეთ სახის კანზე და ფუნჯის ან თითების საშუალებით თანაბრად გაინაწილეთ. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი.
- ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. მომზადებული მასა შეგიძლიათ 3-4 დღით შეინახოთ მაცივარში.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად ნიღაბი გაიკეთეთ ყოველ საღამოს. პროცედურების ხანგრძლივობა ერთი თვე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ნიღაბი გაიკეთეთ დღე გამოშვებით.