შემოგთავაზებთ ყველის უგემრიელესი სუფლეს რეცეპტს. ის საოცრად ნაზი და გემრიელი გამოდის. გირჩევთ, აუცილებლად ცადოთ.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ყველი 150 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 50 გრ
- ფქვილი 50 გრ
- მუსკატის კაკალი (ჯავზი) დაფქული გემოვნებით
- რძე 1 ჩ. ჭ.
- მარილი მწიკვი
- წიწაკა მწიკვი
მომზადების წესი:
- კარაქი გაადნეთ სქელძირიან ქვაბში. ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი, რძე, მარილი, წიწაკა, ჯავზი, თან ურევთ განუწყვეტლივ.
- ყველი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ურევთ, სანამ არ გადნება.
- ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ გააგრილეთ, დაამატეთ კვერცხის გულები და კარგად აურიეთ. ცილა ცალკე ათქვიფეთ და დაამატეთ ყველიან ნარევს.
- დაგჭირდებათ პატარა ზომის ცეცხლგამძლე საცხობი ფორმები, რაოდენობა და ზომა თქვენი სურვილის მიხედვით განსაზღვრეთ, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ მომზადებული მასა.
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი. ყველის უგემრიელესი სუფლე ცხელი უნდა მიირთვათ.