შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ნოყიერი და უმარტივესად მოსამზადებელი კერძის რეცეპტს.
საჭირო ინგრედიენტები:
- 1 ქათმის მკერდი
- ლობიო 200-250 გრ
- სოკო (თქვენთვის ხელმისაწვდომი) 100-150 გრ
- სტაფილო (საშუალო) 2 ცალი
- ხახვი (დიდი) 1 თავი
- ნიორი 3 კბილი
- წყალი 150 მლ
- ტომატის პასტა 2 ს. კ.
- მარილი, პილპილი, სანელებლები თქვენი გემოვნების მიხედვით
მომზადების წესი:
ლობიო მოხარშეთ. ქათმის მკერდი დაჭერით პატარა კუბიკებად და ჩაყარეთ სქელძირიან ქვაბში, მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, შემდეგ_მოხარშული ლობიო, სტაფილოს ჩხირები, დაჭრილი ნიორი, სოკო, დაასხით წყალი, ტომატის პასტა და თუშეთ 10 წუთი. ბოლოს შეაზავეთ სანელებლებით, პილპლითა და მარილით, დაახურეთ ხუფი და თუშეთ კიდევ 7-10 წუთი. გემრიელად მიირთვით!