შემოგთავაზებთ ბუნებრივი პროდუქტებით მომზადებულ უმარტივეს საშუალებას, რომლის წყალობითაც მოიშორებთ ლაქებს, ნაოჭებს, ნაწიბურებს, აკნესა და გამონაყარს.
მინდა ავღნიშნო, რომ ამ საშუალების ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. მას პირადად არაერთი წელია ვიყენებ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.
თუ პრობლემური სახის კანი გაქვთ, ხშირად გაწუხებთ გამონაყარი, ატყობთ ნაოჭების გაღრმავებას და გიჩნდებათ უსიამოვნო შესახედაობის ყავისფერი ლაქები, აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალება. პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ.
ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ს. კ. სოდა
- 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ ისე, რომ მიიღოთ პასტისებური ერთგვაროვანი მასა.
- ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და დაიმასაჟეთ კანი 7 წუთის განმავლობაში.
ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ბოლოს შეიზილეთ დამატენიანებელი მალამო. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.