შემოგთავაზებთ მარტივ და ძველ მეთოდს, ყინულის გამოყენება სახეზე ან კანის სხვა სპეციფიკურ უბნებზე, როგორიცაა ყელი, მკერდის ზონა და ფეხები.
მოცემულ საშუალებას ჩვენი ბებიები აქტიურად იყენებდნენ და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მეთოდის ეფექტურობა წლებმა დაადასტურდა.
ყინულის გამოყენება ატონიზირებს კანს, ატენიანებს, წმენდს, ხურავს ფორებს. ამ მეთოდის წყალობით მოიხსნით შეშუპებას, ეფექტურად გამოიყენება ნაოჭების, თვალების ირგვლივ მუქ წრეების, ბუშტუკების, სისხლჩაქცევების, დამწვრობების საწინააღმდეგოდ.
მეთოდი უმარტივესია, გჭირდებათ მხოლოდ ყინულის კუბუკები. საუკეთესო ვარიანტია გვირილის ნაყენის ყინულის კუბიკები.
თუ ყოველდღიურად შეიზელთ სახის კანზე ყინულის რამდენიმე კუბიკს, კანს მრავალ სარგებელს მოუტანთ. ამ გზით მოიშორებთ გამონაყარს, აკნეს, ანთებას, წვრილ-წვრილ ნაოჭებს, ასაკობრივ ლაქებს.
დამწვრობის ან არასასურველი სიწითლის თავიდან ასაცილებლად ყინული აუცილებლად გაახვიეთ ქსოვილში.
ყინულის კუბიკი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. ამ გზით შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ფორების დახურვას.
ის ასევე საშუალებას მოგცემთ გაიკეთოთ სრულყოფილი მაკიაჟი, რადგან მთლიანად მალავს ხარვეზებს.
ყინულის თერაპია ასევე გამოიყენება კანის პრობლემურ ადგილებში. ამ გზით შეძლებთ მოდუნებული კანის გამკვრივებას, სისხლის მიმოქცევის გააქტიურებას, ხელს უწყობს გახდომას, ეფექტურ შედეგს მოგცემთ ცელულიტის საწინააღმდეგოდ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!