მარტივი რეცეპტით ჩიტის რძე კიდევ უფრო ნაზი, გემრიელი და მსუბუქი გამოდმის

,,ჩიტის რძე“ ყველასთვის საყვარელი ნუგბარია. შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ თქვენი ხელით მოამზადოთ უნაზესი, უგემრიელესი, მსუბუქი და საოცრად არომატული ,,ჩიტის რძე“.

თეთრი მასის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი  ინგრედიენტები:

  • 2 შეფუთვა (8 გრ-იანი) ჟელატინი
  • 1 ჩ. ჭ. შაქარი
  • 1 ჩ. ჭ. რძე
  • 450 გრ არაჟანი
  • 450 მლ ცივი ათქვეფილი ნაღები
  • ცოტა ზეთი

მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 5 ს. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 5 ს. კ. შაქარი
  • 1 შეფუთვა (8 გრ-იანი) ჟელატინი
  • 5 ს. კ. რძე
  • 1 ჩ. ჭ. წყალი

მომზადების წესი:

  1. 2 შეფუთვა ჟელატინი ჩაყარეთ პატარა ქვაბში, დაასხით რძე და დადგით დაბალ ცეცხლზე. განუწყვეტლივ ურევთ, მასა არ უნდა აადუღოთ. ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  2. აიღეთ 20/30 სმ დიამეტრის ფორმას და წაუსვით ზეთი. მიქსერის საშუალო სიჩქარეზე ათქვიფეთ 1 ჩ. ჭ. შაქარი, არაჟანი და ნაღები.
  3. თქვეფას აგრძელებთ და თანდათან ამატებთ რძიან მასას.
  4. მიღებული მასა გადაიტანეთ გამზადებულ ფორმაში, თანაბრად გაანაწილეთ და შედეთ მაცივარში.
  5. მინანქრის მოსამზადებლად კაკაოს ფხვნილს დაამატეთ შაქარი, დაასხით წყალი, რძე და აურიეთ. შემდეგ დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ, ურევთ განუწყვეტლივ. მზა მასა გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
  6. მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა. ხაჭოიან მასას ნელ-ნელა დაასხით შოკოლადის მინანქრი და ნაზად გაანაწილეთ.

ნაზი, ჰაეროვანი დესერტი ,,ჩიტის რძე“ რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში. შემდეგ დაჭერით სასურველ ნაჭრებად და გემრიელად მიირთვით!