როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ყველის სოუსი მაკარონისა და კარტოფილისთვის

475

შემოგთავაზებთ ყველის სოუსის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერ კერძს საოცარ გემოს შეჰმატებს. სოუსი ძალიან უხდება კარტოფილს, მაკარონს.

სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 2 ს. კ.
  • რძე 1 ჩ. ჭ.
  • კარაქი 50 გრ
  • ზეთი
  • მარილი, პილპილი
  • გახეხილი ყველი 200 გრ
  • ძირა, რეჰანი

მომზადების წესი:

ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მოხალეთ ფქვილი (უნდა გახდეს ოქროსფერი). შემდეგ ნაწილ-ნაწილ დაამატეთ რძე, თან მორევა არ შეწყვიტოთ.

ურევთ განუწყვეტლივ, სანამ მასა არ ადუღდება. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ყველი, დარბილებული კარაქი, მარილი და შეაზავეთ სანელებლებით.

სუფრასთან მიტანამდე კერძს მოასხით არომატული სოუსი და გემრიელად მიირთვით!