შემოგთავაზებთ უგემრიელესი, ფხვიერი, რძიანი კორჟიკის რეცეპტს. მოამზადეთ ეს გემრიელობა და გაიხსენეთ უდარდელი ბავშვობა.
ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 750 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- სოდა ნახევარ ჩაის კოვზზე ცოტა მეტი
- რძე 200 მლ
- შაქარი 200 გრ
- ვანილის შაქარი 1 შეფუთვა
- კარაქი 150 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქრის ფხვნილი
მომზადების წესი:
- შაქარს დაამატეთ ვანილის შაქარი და შეურიეთ დარბილებული კარაქი. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი და რძე.
- გაცრილ ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი და ნელ-ნელა შეაზილეთ კარაქიან მასას. ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე, გააბრტყელეთ 5-7 მმ სისქის ფენად, ამოჭერით მრგვალი ორცხობილები (მე ამოსაჭრელად ტარტალეტკის ფორმას ვიყენებ) და დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი. აუცილებლად დაიცავით მანძილი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 20-25 წუთი.
ოქროსფრად დაბრაწული ორცხობილები გააგრილეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!