შემოგთავაზებთ აზიელი ლამაზმანების საიდუმლო მეთოდს, რომელიც მათი კანის იდეალურობას განაპირობებს. მოცემული საშუალება წლებია ეფექტურად გამოიყენება და მრავალი სარგებელი მოაქვს სახის კანისთვის.
ეს საოცარი და უმარტივესად მოსამზადებელი საშუალება ღრმად წმენდს და ათეთრებს კანს, აშორებს ლაქებს, აახალგაზრდავებს კანს, ამკვრივებს და ანიჭებს ელასტიურობას.
მოცემული საშუალების მთავარი ინგრედიენტი არის იაფი და საოცრად ეფექტური, უამრავი საკვები ნივთიერებით გაჯერებული ბრინჯი. ამ საოცარი პროდუქტის წყალობით შეძლებთ სახის კანის გაახალგაზრდავებას. ლინოლეინის მჟავის შემცველობის გამო, ეს ინგრედიენტი უაღრესად სასარგებლოა კანისთვის. მოცემული საშუალების დახმარებით, ხელს შეუწყობთ კოლაგენის წარმოების გაზრდას და კანის რამდენიმე წლით გაახალგაზრდავებას.
ბრინჯის წყალი უმარტივესი მოსამზადებელია. იხილეთ მომზადებისა და გამოყენების წესები:
- 1 ჩ. ჭ. ბრინჯი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში. გარეცხილი მარცვლები მოათავსეთ ემალის ჭურჭელში, დაასხით წყალი, დაახლოებით, 2 ჭიქამდე და დააყოვნეთ 30-40 წუთი. ამ დროში წყალი გაჯერდება ვიტამინებითა და მინერალებით.
- ბრინჯის წყალი გადაწურეთ მინის ჭურჭელში. მომზადებული საშუალებით შეგიძლიათ დაიბანოთ სახე და 1 წუთის განმავლობაში სითხეში დასველეული თითების ბალიშებით გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი.
პროცედურის დასრულებისთანავე იგრძნობთ ცვლილებას. კანი დაგირბილდებათ და დაგინაზდებათ.
გამოიყენეთ ბრინჯის წყალი კვირაში 1-2-ჯერ და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით!