ნაოჭებისა და ლაქების საწინააღმდეგო ძლიერმოქმედი ნიღაბი, რომელსაც მე და ყველა ჩემი დაქალი ვიყენებთ

სტატიაში შემოგთავაზებთ სტაფილოსა და კარტოფილის ბაზაზე მომზადებული 2 საუკეთესო ნიღაბის რეცეპტს, რომლებიც კომერციულ საშუალებებზე ბევრად უფრო ძლიერად მოქმედებს კანზე და გაძლევთ სასურველ შედეგს. მათი წყალობით შეძლებთ ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების  მოშორებას, კანისთვის ელასტიურობის მინიჭებას.

1. სიბერის საწინააღმდეგო ნიღაბი

დაგჭირდებათ:

  • კარტოფილი (პატარა) 1 ცალი
  • სტაფილო (პატარა) 1 ცალი
  • ხაჭო 2 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კარტოფილი და სტაფილო გათალეთ და გახეხეთ ან დააბლენდერეთ. მიღებული მასა მოათავსეთ მინის თასში, დაამატეთ ხაჭო და კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, ყელზე, მკერდის ზონაზე და თითების ბალიშებით თანაბრად გაინაწილეთ. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 15 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ და თხელ ფენად წაისვით ნუშის ან ქოქოსის ზეთი.

მოგაწვდით მცირე ინფორმაციას ნიღაბის შემადგენლობაში შემავალი თითოეული ინგრედიენტის სარგებლის შესახებ.  სტაფილო შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოიყენოთ. იგი ბუნებრივი ანტისეპტიკია. სტაფილო გაჯერებულია C ვიტამინით, რომელიც ზრდის კოლაგენის წარმოებას, ამცირებს მზისგან გამოწვეულ დაზიანებებს, ანთებას და ნაოჭებს. კალიუმის შემცველობის წყალობით კვებავს უჯრედებს და ატენიანებს კანს.

კარტოფილი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ამცირებს გამონაყარს, ებრძვის პიგმენტურ ლაქებს და ასწორებს ნაოჭებს.

ხაჭო წმენდს კანს მკვდარი უჯრედებისგან და მოგაშორებთ ნაოჭებს. ამ ინგრედიენტების კომბინაცია აცოცხლებს კანს, ანიჭებს მას სიმკვრივეს. მოცემული ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.

2. გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი

ნიღაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი (პატარა) ნახევარი
  • სტაფილო (პატარა) ნახევარი
  • კურკუმა 1 ჩ. კ.
  • კეფირი 1 ჩ. კ.
  • სოდა ნახევარი ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. კარტოფილი და სტაფილო გაასუფთავეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცოტა წყალი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ წყალი გადაღვარეთ და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის თასში და დაჭყლიტეთ ჩანგლით ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. შემდეგ შეურიეთ კურკუმა, კეფირი, სოდა და ყველაფერი კარგად აურიეთ.
  2. ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახისა და ყელის კანზე, მკერდის ზონაზე და თანაბრად გაინაწილეთ. სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

K და A ვიტამინით მდიდარი სტაფილო, რომელიც კანს იცავს თავისუფალი რადიკალებით გამოწვეული დაზიანებებისგან და დაბერებისგან. ეს ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს ასაკობრივ ლაქებს და მიმიკურ ნაოჭბს.

კარტოფილი მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელიც კანს იცავს მზის ზემოქმედებითა და დაბინძურებით  გამოწვეული დაზიანებებისგან. უამრავი მკვებავი თვისებით დატვირთული კარტოფილი აფერხებს დაბერების პროცესს.

ანთების საწინააღმდეგო და სამკურნალო თვისებებით გაჯერებული კურკუმა აღწევს ფორებში, წმენდს მას და ამცირებს დაბერების ნიშნების გამოვლენას.

სოდა გაჯერებული ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული  თვისებებით, რომლებიც წმენდს ფორებს.

მოცემული ნიღაბი აახალგაზრდავებს კანს. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში 3-ჯერ.