მარტივი ინსტრუქცია, როგორ მოვამზადოთ შოკოლადის დონატები. ნაზი ცომი, შოკოლადის გემრიელი შიგთავსი და მინანქარი

291

შემოგთავაზებთ შესქელებული რძის ბაზაზე მომზადებული  ფუმფულა და ძალიან გემრიელ დონატების რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ფქვილი 400 გრ
  • კვერცხი 3 ცალი
  • შესქელებული რძე 1 ქილა
  • ზეთი ნახევარი ლ
  • მარილი მწიკვი
  • გამაფხვიერებელი 1 შეფუთვა
  • ვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ შესქელებული რძე. მოსარევად იყენებთ ნიჩაბს ან კოვზს. ნელ-ნელა შეაზილეთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი. ცომს ზელთ ხელით.
  2. მზა ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე. ცომი უნდა იყოს რბილი და ელასტიური. გააბრტყელეთ 1 სმ სისქის ოთხკუთხედ ფენად და დაჭერით სპეციალური საჭრელით. თუ დონატების საჭრელი არ გაქვთ, აიღეთ ორი სხვადასხვა ზომის ჭიქა. ცომი გამოჭერით დიდი ჭიქით, ხოლო წრის შუაგული_ პატარა  ჭიქით.
  3. მოცემული ინგრედიენტებით მოამზადებთ 30 დონატს. ღრმა ტაფაში ჩაასხით ზეთი და გააცხელეთ. ცხელ ზეთში ჩადეთ 4-5 დონატი და შეწვით ორივე მხრიდან.
  4. ოქროსფრად დაბრაწული დონატები ამოიღეთ ხელსახოცზე. შეგიძლიათ ნაწილი დაფაროთ შაქრის ფხვნილით, ნაწილი_ გამდნარი შავი შოკოლადით, ნაწილი_ თეთრი შოკოლადით.
  5. 100 გრ შოკოლადი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე და დონატები ძირით ჩაყავით გამდნარ შოკოლადში.

მოამზადეთ ფუმფულა, არომატული დონატები და გემრიელად მიირთვით!