სოკოვან ინფექციას იწვევს ნესტი, სითბო, დაბალი იმუნიტეტი და ფეხსაცმელი, რომელიც კანს არ აძლევს სუნთქვის საშუალებას. მოცემულ ინფექციას უამრავი უსიამოვნო სიმპტომი ახლავს: ქავილი, წვის შეგრძნება, გამონაყარი, გაღიზიანება, სიწითლე, კანის აქერცვლა, ფრჩხილების გაუხეშება, გაყვითლება და ა. შ.
შემოგთავაზებთ უმარტივესი ხელნაკეთი საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ ამ უსიამოვნო პრობლემის აღმოფხვრას.
1. საკვები სოდა
ფეხის სოკოს საწინააღმდეგოდ გამოიყენეთ სოდისა და წყლის პასტისებური ნარევი. ნარევი შეიზილეთ თითებს შორის დაზიანებულ ადგილებზე, დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ დაიბანეთ. პროცედურები ჩაიტარეთ რეგულარულად სასურველი შედეგის მიღებამდე. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნარევი გამოიყენეთ დღეში 2-ჯერ.
2. დარიჩინი
სამკურნალო თვისებებით გაჯერებული დარიჩინი სწრაფად გაგათავისუფლებთ სოკოსგან. დარიჩინის 1 ჩხირს დაასხით 2 ლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30-40 წუთი. მომზადებული ნაყენის აბაზანები საუკეთესოა სოკოს აღმოსაფხვრელად.
3. ქოქოსის ზეთი
ქოქოსის ზეთი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც მოქმედებს, როგორც ბუნებრივი ფუნგიციდები და ეფექტურად ებრძვის სოკოს.
დაზიანებულ კანზე და ფრჩხილებზე დღეში 2-3-ჯერ შეიზილეთ რამდენიმე წვეთი ქოქოსის ზეთი. შედეგად მოგეხსნებათ ქავილი და სიწითლე.
4. სოკოს საწინააღმდეგო აბაზანა
სოკოს საწინააღმდეგოდ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარი საუკეთესო საშუალებაა. 3 ლ თბილ წყალს შეურიეთ 50-60 მლ წყალბადის ზეჟანგი და ძილის წინ 15-20 წუთით ჩაყავით ფეხები.
სამკურნალო პროცედურების ხანგრძლივობა 5-7 დღე.
5. ხელნაკეთი ანტიბაქტერიული საშუალებები
ლიმონი: დაზიანებულ კანზე და ფრჩხილებზე წაისვით ლიმონის წვენი და დაიტოვეთ გაშრობამდე. ლიმონი სოკოს საწინააღმდეგო უძლიერესი ბუნებრივი საშუალებაა.
ნიორი: დაჭყლეტილი ნიორი შეიზილეთ დაზიანებულ ადგილებზე და ცოტა ხნით გაიჩერეთ. პროცედურის ბოლოს ფეხები საპნით დაიბანეთ და გულმოდგინედ შეიმშრალეთ.
ჯანაფილი: ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით ჯანჯაფილი ანადგურებს სოკოს. მოამზადეთ კოჭას ნახარში, გააგრილეთ და ბამბის ფირფიტით წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. პროცედურები ჩაიტარეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.
მარილი: სოკოს საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზღვის მარილი. მოცემული პროდუქტის აბაზანები ებრძვის სოკოს, უსიამოვნო სუნს, ქავილს, გაღიზინებას, წვის შეგრძნებას და ინფექციისთვის დამახასათებელ სხვა სიმპტომებს. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-ჯერ.