ამ მეთოდების გამოყენებით ცელულიტს ერთ თვეში მარტივად მოიშორებთ

ცელულიტთან ბრძოლის ამ გეგმის შესასრულებლად დღეში ერთი საათის დახარჯვა მოგიწევთ. ერთი თვის შემდეგ თქვენს მიერ მიღწეული შედეგი მართლაც შთამბეჭდავი იქნება, რის გამოც ამ მეთოდების გამოყენება სჯობს დღესვე დაიწყოთ:

ზღვის მარილის აბაზანები

გაამზადეთ აბაზანა 40-45 გრადუსიანი წყლით და დაუმატეთ მას 200-500 გრამი ზღვის მარილი. ანტიცელულიტური ეფექტის გასაზრდელად შეგიძლიათ გამოიყენოთ უფრო მეტი მარილი. ჩაწექით წყალში 15-20 წუთით ისე, რომ მან დაფაროს თქვენი მენჯები და მის დაბლა არსებული სხეულის ნაწილი.

ორგანული სხეულის სახეხები

ასეთ სახეხებს შეუძლიათ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და კანის განაზება. ასეთი ნაზავის დასამზადებლად შეურიეთ 1 ჭიქა ზღვის მარილი 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთს და წაისვით ნაზავი კანზე მისი დაორთქლვის შემდეგ. გაიხეხეთ კანი წრიული მოძრაობით 10 წუთის განმავლობაში, კვირაში ორჯერ.

ვარჯიშის გეგმა

ცელულიტებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა ჯანსაღი დიეტის და ფიზიკური ვარჯიშების შეხამებაა. ამისთვის დააწყვეთ ხელები იატაკზე და მიიღეთ აზიდვების გასაკეთებელი პოზიცია. შემდეგ მოხარეთ მარჯვენა ფეხი და მიიტანეთ მისი მუხლი მუცლამდე. შემდეგ გაშალეთ ფეხი და აწიეთ 30 სანტიმეტრით მაღლა. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მეორე ფეხითაც. გააკეთეთ ეს ვარჯიში სამჯერ, თითო ფეხის რვაჯერ აწევით. ვარჯიშის გრაფიკის მიხედვით უნდა ივარჯიშოთ ორი დღე და შემდეგ ერთი დღე დაისვენოთ.

ზეითუნის ზეთი და თევზის ზეთი

ასეთი ზეთები სავსეა ორგანული ცხიმების მჟავებით, რაც თქვენს ორგანიზმს მეტაბოლიზმის კონტროლში ეხმარება თქვენი კანის დატენიანების პარალელურად. ამისათვის შეგიძლიათ მიიღოთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი ყოველ დილას. თევზის ზეთის შემთხვევაში საუკეთესო მეთოდია მისი კაფსულების მიღება საჭმელთან ერთად.

ჯანსაღი დიეტა და წყლის მიღება

მიიღეთ მეტი პროტეინი, ფაიბერი, ნახშირწყლები და ცხიმოვანი მჟავებით სავსე პროდუქტები. ქათმის, სოკოსა და ბროკოლის შეხამება იდეალური ნაზავია ფაიბერის, ვიტამინებისა და პროტეინების მისაღებად, თანაც ასეთი კერძის 100 გრამი მხოლოდ 300 კალორიას შეიცავს.
მიიღეთ ნაკლები ცომეული, მარილიანი საჭმელი, ტკბილეული და ალკოჰოლი.
დალიეთ დღეში 1.5-2 ლიტრი წყალი, რადგან მისი ნაკლებობა ცელულიტის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
ცელულიტის წინააღმდეგ მებრძოლი 10 საუკეთესო პროდუქტის სიაში შედის ბანანი, გრეიპფრუტი, მზესუმზირის თესლები, ჯანჯაფილი, ცხიმიანი თევზი, ზეითუნის ზეთი, კომბოსტო, შვრიის ფაფა, ავოკადო და კვერცხი.

მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებელი სასმელები

ჯანჯაფილი ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელად ითვლება ზედმეტ წონასთან ბრძოლის დროს. იგი ამცირებს შეშუპებას სხეულიდან ზედმეტი სითხის გამოდევნით. ლიმონი ასევე ასეთი პროდუქტების სიაშია, რადგან იგი ეხმარება ღვიძლს ზედმეტი ტოქსინების მოშორებაში.

კონტრასტული შხაპი და მასაჟი

გამოიყენეთ სააბაზანოს ხელთათმანები მასაჟის გასაკეთებლად. დაიწყეთ ფეხებით, აყევით მაღლა მენჯების და საჯდომის გავლით და დაიზილეთ წრიული მოძრაობით ყველა პრობლემური არე, მხრების, მუცლის, ხელების და მკერდის ჩათვლით. ცივი და ცხელი წყლების შენაცვლება ასევე გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და კანის სინაზეს.

როგორ უნდა ჩავიტაროთ ცივი და ცხელი წყლის თერაპია:

  • დაიწყეთ თბილი წყლით.
  • ნელა გაზარდეთ ტემპერატურა ცხელ წყალამდე და დადექით მის ქვეშ 30-90 წამი.
  • დაუწიეთ ტემპერატურას გაცივებამდე და დადექით მის ქვეშ იგივე დროით.
  • ასე შეანაცვლეთ ცივი და ცხელი წყალი ხუთჯერ.
  • ყოველთვის დაასრულეთ ცივი წყლით.

თუკი თავს ენერგიულად იგრძნობთ შხაპის შემდეგ, ესეიგი ყველაფერი სწორად გააკეთეთ. დაიწყეთ თბილი და ცივი წყლით და თანდათანობით გაზარდეთ განსხვავება ტემპერატურებს შორის.