კიდურები ხშირად გიცივდებათ? ეს მოვლენა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებზე შეიძლება მიგვითებდეს

0
22

თუ თქვენ ცივ ამინდში დიდხანს გიწევთ ქუჩაში ყოფნა და ხელები და ფეხები ცივი გაქვთ, ეს ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ თუ ცხელა და კიდურები მაინც ცივი გაქვთ, არ მიაყურადოთ, რადგან შეიძლება მიზეზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა იყოს.

ცივი კიდურები შეიძლება სიმპტომი იყოს შემდეგი დაავადებების:

  1. ანემია: ანემია შედეგი არის სისხლში რკინის დეფიციტის. ცივი ხელები და ფეხები, განსაკუთრებით თუ ახლავს ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე და თავის ტკივილი, შეიძლება სიმპტომი იყოს ანემიის. თუ თქვენ მოცემული სიმპტომები აღგენიშნებათ, აუცილებლად შეიმოწმეთ სისხლში რკინის დონე.
  2. ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია: ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციამ შეიძლება გამოიწვიოს მეტაბოლიზმის შენელება. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის გაუარესებას, რასაც შედეგად მოჰყვება ცივი ხელები და ფეხები.
  3. შაქრიანი დიაბეტი: დიაბეტი იწვევს სისხლის მიმოქცევის პრობლემებს. თუ ხშირად გაწუხებთ შიმშილის შეგრძნება, სვამთ ბევრ წყალს, შეიძლება ეს სიმპტომი იყოს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის , ამიტომ აუცილებლად გაიზომეთ შაქარი.
  4. სტრესი: ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მიზეზი არის სტრესი. ის გამოიმუშავებს ადრენალინს და ავიწროებს სისხლძარღვებს, რაც აფერხებს სისხლის მიმოქცევას. ეს კი იწვევს კიდურების გაციებას.
  5. არასწორი დაბალკალორიული კვება: თუ დიეტაზე ხართ და არ იღებთ საჭირო რაოდენობის ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებსა და სხვა მიკროელემენტებს, მაშინ ცივი ხელებისა და ფეხების მიზეზი არასწორი კვებაა.
  6. სისხლის მიმოქცევის დარღვევა: თუ ატარებთ კომპრესიულ სამაჯურებს, სამოსს, საათებს, ბეჭდებს ან ხელთათმანებს, მაშინ სისხლის მიმოქცევა დაქვეითებულია და შესაბამისად კიდურებიც გიცივდებათ.

ყურადღება მიაქციეთ სიგნალებს, რომლებსაც თქვენი სხეული გიგზავნით და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!