შემოგთავაზებთ ხელნაკეთი კბილის პასტის რეცეპტს. მოსამზადებლად გჭირდებათ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომელთა კომბინაცია უზრუნველყოფს თოვლივით თეთრ ღიმილს.
ქოქოსის ზეთის ბაზაზე მომზადებული კბილის პასტა აფერხებს კარიესის განვითარებას, რადგან ხელს უშლის იმ ბაქტერიების წარმოქმნას, რომლებიც აზიანებს კბილის ემალს. ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ეთერზეთები დადებითად მოქმედებს ღრძილებზე და ამცირებს კბილების მგრძნობელობას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ქოქოსის ზეთი 2 ჩ. კ.
- საკვები სოდა 2 ჩ. კ.
- ლიმონის ეთერზეთი 3 წვეთი
- ოხრახუშის ეთერზეთი 2 წვეთი
- პიტნის ეთერზეთი 2 წვეთი
მომზადებისა და მოხმარების წესები:
- ქოქოსის ზეთი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე, ოდნავ გააგრილეთ, დაამატეთ საკვები სოდა და კარგად აურიეთ.
- შეურიეთ ოხრახუშის, პიტნისა და ლიმონის ეთერზეთი.
- მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის პატარა ქილაში და ჩვეულებრივი წესის მიხედვით გაიხეხეთ კბილები.
გამოსაყენებლად ვარგისია 4 კვირა. ქილას დააწერეთ მომზადების დრო და მითითებული დროის გასვლის შემდეგ აღარ გამოიყენოთ. შეეცადეთ, რომ პასტაში არ მოხვდეს წყალი.